1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رَضيَ اللهُ عنهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«يَا أَبَا سَعِيدٍ، مَنْ رَضِيَ بِاللهِ رَبًّا، وَبِالْإِسْلَامِ دِينًا، وَبِمُحَمَّدٍ نَبِيًّا، وَجَبَتْ لَهُ الْجَنَّةُ»، فَعَجِبَ لَهَا أَبُو سَعِيدٍ، فَقَالَ: أَعِدْهَا عَلَيَّ يَا رَسُولَ اللهِ، فَفَعَلَ، ثُمَّ قَالَ: «وَأُخْرَى يُرْفَعُ بِهَا الْعَبْدُ مِائَةَ دَرَجَةٍ فِي الْجَنَّةِ، مَا بَيْنَ كُلِّ دَرَجَتَيْنِ كَمَا بَيْنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ»، قَالَ: وَمَا هِيَ يَا رَسُولَ اللهِ؟ قَالَ: «الْجِهَادُ فِي سَبِيلِ اللهِ، الْجِهَادُ فِي سَبِيلِ اللهِ».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჰეი, აბუ საიდ! ვინც ალლაჰს თავის ღმერთად, ისლამს – რელიგიად და მუჰამმადს წინასწარმეტყველად მიიღებს, მისთვის სამოთხე სავალდებულო გახდება», აბუ საიდს ეს სიტყვები ძალიან გაუკვირდა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაუმეორა, შემდეგ კი დაამატა: «გარდა ამისა, კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებენ, ხოლო ყოველი ორ ხარისხს შორის ისეთივე მანძილია, როგორც ცასა და მიწას შორის», აბუ საიდმა ჰკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო? ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «ჯიჰადი ალლაჰის გზაზე, ჯიჰადი ალლაჰის გზაზე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1884

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი აცნობა), რომ ვისაც სჯერა ალლაჰის, ვინც მას თავის ღმერთად, მეუფედ, პატრონად, ბატონად და ბრძანებათა გამცემად მიიღებს, და ვისაც ისლამი რწმენითა და მორჩილებით თავის რელიგიად აქვს მიღებული, ასევე მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მისი მოვალეობისა და მაცნეობის სრული რწმენით აღიარებს, მას სამოთხე გარანტირებული აქვს. აბუ საიდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამ სიტყვებმა გააოცა და თქვა: "გამიმეორე, ო, ალლაჰის მოციქულო", მან გაუმეორა და შემდეგ დაამატა: ჩემთან კიდევ ერთი საქმეა, რომლის წყალობით ალლაჰი მონას სამოთხეში ასი ხარისხით აამაღლებს, ხოლო ყოველ ორ ხარისხს შორის მანძილი ისეთივეა, როგორიც ცასა და მიწას შორის, აბუ საიდმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იკითხა: "რა არის ეს საქმე, ო, ალლაჰის მოციქულო?" ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: ჯიჰადი ალლაჰის გზაში, ჯიჰადი ალლაჰის გზაში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სამოთხეში შესვლის ვალდებულებთაგანია ალლაჰის ღმერთად მიღება, ისლამის რელიგიად აღიარება და მუჰამმად შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წინასწარმეტყველად აღიარება.
  2. ჯიჰადის საქმის აღმატებულობა უზენაესი ალლაჰის გზაზე.
  3. მუჯაჰიდის მაღალი ადგილი სამოთხეში.
  4. სამოთხეში უთვალავი საფეხური და სამყოფელი არსებობს, ხოლო მუჯაჰიდებისთვის მათგან ასი საფეხურია განკუთვნილი.
  5. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები ძლიერად ისწრაფვოდნენ სიკეთის ცოდნისკენ, მისკენ მიმავალი გზებისა და მიზეზების გასაგებად.

თარგმნების ჩვენება

44 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية