1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვისაც სურს, რომ ალლაჰმა იხსნას იგი განკითხვის დღის გასაჭირისგან, გადაუვადოს ვადაში გაჭირვებულ მოვალეს, ან სრულიად აპატიოს მას ვალი

عَنْ أَبَي قَتَادَةَ رضي الله عنه أنَّهُ طَلَبَ غَرِيمًا لَهُ، فَتَوَارَى عَنْهُ ثُمَّ وَجَدَهُ، فَقَالَ: إِنِّي مُعْسِرٌ، فَقَالَ: آللَّهِ؟ قَالَ: آللَّهِ؟ قَالَ: فَإِنِّي سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَنْ سَرَّهُ أَنْ يُنْجِيَهُ اللهُ مِنْ كُرَبِ يَوْمِ الْقِيَامَةِ فَلْيُنَفِّسْ عَنْ مُعْسِرٍ أَوْ يَضَعْ عَنْهُ».

აბუ ყათადამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცა, რომ ის თავისი მოვალის ძიებაში იყო, მოვალემ მისგან თავი დაიმალა, თუმცა ბოლოს აბუ ყათადამ იგი იპოვა. მაშინ მან უთხრა: მე გაჭირვებული ვარ, აბუ ყათადამ ჰკითხა: ალლაჰის სახელით ფიცულობ? მოვალემ უპასუხა: ვფიცავ ალლაჰის სახელით. მაშინ აბუ ყათადამ თქვა: «ჭეშმარიტად, მე გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვისაც სურს, რომ ალლაჰმა იხსნას იგი განკითხვის დღის გასაჭირისგან, გადაუვადოს ვადაში გაჭირვებულ მოვალეს, ან სრულიად აპატიოს მას ვალი»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 1563

განმარტება

აბუ ყათადა ალ-ანსაარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ეძებდა თავის მოვალეს, რომელიც მისგან იმალებოდა. ბოლოს მან იგი იპოვა და მოვალემ უთხრა: მე გაჭირვებული ვარ და არ მაქვს ქონება, რომ შენი ვალი დაგიბრუნო.
მაშინ აბუ ყათადა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ალლაჰის სახელით დააფიცებინა მას: მართლა არ გაქვს ქონება?
მოვალემ ალლაჰის სახელით დაიფიცა, რომ ის სიმართლეს ამბობდა.
მაშინ აბუ ყათადამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მე მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
ვისაც სურს და გაუხარდება, რომ ალლაჰმა განკითხვის დღის გასაჭირისა და საშინელებებისგან იხსნას, მან უნდა გაუადვილოს მდგომარეობა გაჭირვებულ მოვალეს – ვადის გაგრძელებითა და გადახდის გადავადებით, ან ვალის ნაწილის ან მთლიანი დავალიანების პატიებით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სასურველია გაჭირვებულ მოვალეს ვადის მიცემა მისი გადახდის შესაძლებლობამდე, ან ვალის მთლიანად ან ნაწილობრივ პატიება.
  2. ვინც ამქვეყნად მორწმუნეს გასაჭირს შეუმსუბუქებს, ალლაჰი მას განკითხვის დღის გასაჭირს შეუმსუბუქებს. საზღაური იქნება საქმის შესაბამისად.
  3. წესი ასეთია: ფარდი/ფარზი (სავალდებულო) საქმეები უპირატესია ნაფილის (არასავალდებულო) საქმეებზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევებში ნაფილა შეიძლება სავალდებულოზე უკეთესი იყოს. გაჭირვებულისთვის ვალის ჩამოწერა ნაფილაა, ხოლო მოთმინება, ვალის გადავადება და დაუყოვნებლივ არმოთხოვნა — ფარდია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაფილა სჯობს ფარდს.
  4. ჰადისში საუბარია იმაზე, ვისაც ჭეშმარიტად უჭირს (გაჭირვებული მოვალე), და ასეთ ადამიანს სამართლებრივი გამართლება აქვს. მაგრამ ის, ვინც შეგნებულად აყოვნებს ვალის გადახდას, მიუხედავად იმისა, რომ ქონება აქვს, მასზე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: ''მდიდრის მიერ ვალის გადახდის დაყოვნება უსამართლობაა.“

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية