1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება

عَنِ الْمِقْدَادِ بْنِ الْأَسْوَدِ رَضيَ اللهُ عنهُ قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، يَقُولُ:
«تُدْنَى الشَّمْسُ يَوْمَ الْقِيَامَةِ مِنَ الْخَلْقِ، حَتَّى تَكُونَ مِنْهُمْ كَمِقْدَارِ مِيلٍ»، قَالَ سُلَيْمُ بْنُ عَامِرٍ: فَوَاللهِ مَا أَدْرِي مَا يَعْنِي بِالْمِيلِ؟ أَمَسَافَةَ الْأَرْضِ، أَمِ الْمِيلَ الَّذِي تُكْتَحَلُ بِهِ الْعَيْنُ قَالَ: «فَيَكُونُ النَّاسُ عَلَى قَدْرِ أَعْمَالِهِمْ فِي الْعَرَقِ، فَمِنْهُمْ مَنْ يَكُونُ إِلَى كَعْبَيْهِ، وَمِنْهُمْ مَنْ يَكُونُ إِلَى رُكْبَتَيْهِ، وَمِنْهُمْ مَنْ يَكُونُ إِلَى حَقْوَيْهِ، وَمِنْهُمْ مَنْ يُلْجِمُهُ الْعَرَقُ إِلْجَامًا» قَالَ: وَأَشَارَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ بِيَدِهِ إِلَى فِيهِ.

გადმოცემულია ალ-მიყდაად იბნ ალ-ასვადისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება», სულაიმ იბნ 'აამირმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, არ ვიცი, „მილი“ მანძილს გულისხმობს თუ იმ პატარა ჯოხს, რომლითაც თვალს ღებავენ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმ დღეს ადამიანები თავიანთი საქმეების შესაბამისად ოფლში იქნებიან ჩაფლულნი. ზოგი მხოლოდ კოჭებამდე იქნება, ზოგი მუხლებამდე, ზოგი წელამდე, ხოლო ზოგი ისე ჩაეფლობა ოფლში, თითქოს პირი მთლიანად აევსობა», ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელით ანიშნა მისი პირისკენ.

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2864

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) გვამცნო, რომ აღდგომის დღეს მზე ქმნილებებს მოუახლოვდება და ისე დაუახლოვდება, რომ მათი თავებიდან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება. თაბი'ინმა სულაიმ იბნ ამირმა თქვა: ვალლაჰი, არ ვიცი, რომელ „მილს“ გულისხმობდა – მიწის მანძილს თუ იმ მილს, რომლითაც თვალს ღებავენ. მან თქვა: მაშინ ადამიანები თავიანთი საქმეების შესაბამისად ოფლში იქნებიან ჩაფლულნი; ზოგი მხოლოდ კოჭებამდე იქნება, ზოგი – მუხლებამდე, ზოგი – წელამდე და სარტყლის დონემდე, ხოლო ზოგს ოფლი პირთან მიაღწევს და მას ლაპარაკს შეუშლის ხელს. მან თქვა: ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელით პირზე მიუთითა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აღდგომის დღის საშინელებების აღწერა და მათით დაშინება.
  2. აღდგომის დღეს ადამიანები გასაჭირში თავიანთი საქმეების შესაბამისად იქნებიან.
  3. კეთილი საქმეების წახალისება და ბოროტი საქმეებისგან დაშინება.

თარგმნების ჩვენება

43 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية