1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა

عن جَرِيْر بنِ عبدِ الله رضي الله عنه قال:
كُنَّا عِنْدَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَنَظَرَ إِلَى الْقَمَرِ لَيْلَةً -يَعْنِي الْبَدْرَ- فَقَالَ: «إِنَّكُمْ سَتَرَوْنَ رَبَّكُمْ كَمَا تَرَوْنَ هَذَا الْقَمَرَ، لَا تُضَامُونَ فِي رُؤْيَتِهِ، فَإِنِ اسْتَطَعْتُمْ أَنْ لَا تُغْلَبُوا عَلَى صَلَاةٍ قَبْلَ طُلُوعِ الشَّمْسِ وَقَبْلَ غُرُوبِهَا فَافْعَلُوا» ثُمَّ قَرَأَ: «{وَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ قَبْلَ طُلُوعِ الشَّمْسِ وَقَبْلَ الْغُرُوبِ}»

გადმოცემულია ჯარირ იბნ აბდულლაჰისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 554

განმარტება

ერთ ღამეს, როცა საჰაბები იმყოფებოდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მან, როდესაც შეხედა მთვარეს — ეს იყო თვის მე-თოთხმეტე ღამე — თქვა: მორწმუნეები რეალურად იხილავენ თავიანთ უფალს საკუთარი თვალებით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, და ამ დროს ისინი არ იგრძნობენ შევიწროებას, არც დაღლილობას და არც რაიმე სირთულეს ყოვლისშემძლე ალლაჰის ხილვისას. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: თუ შეგიძლიათ, რომ თავიდან აიცილოთ მიზეზები, რომლებიც ხელს გიშლით დილის და ნაშუადღევის ლოცვების შესრულებაში გააკეთეთ ეს, და შეასრულეთ ორივე ლოცვა სრულიად თავის დროზე კოლექტიურად, რადგანაც ეს არის უზენაესი ალლაჰის დანახვის ერთ-ერთი პირობა. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წაიკითხა აიათი: {განადიდე შენი ღმერთი ქება-დიდებით მზის ამოსვლამდე და მზის ჩასვლამდე}.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მორწმუნეების სამახარობლო უზენაესი ალლაჰის დანახვისა სამოთხეში.
  2. მოწოდების მეთოდებიდანაა: დადასტურება, წახალისება და მაგალითების მოყვანა.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية