1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში

عَنْ أَبِي عَبْدِ الرَّحْمَنِ عَبْدِ اللَّهِ بْنِ مَسْعُودٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ:
حَدَّثَنَا رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَهُوَ الصَّادِقُ المَصْدُوقُ: «إِنَّ أَحَدَكُمْ يُجْمَعُ خَلْقُهُ فِي بَطْنِ أُمِّهِ أَرْبَعِينَ يَوْمًا، ثُمَّ يَكُونُ عَلَقَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يَكُونُ مُضْغَةً مِثْلَ ذَلِكَ، ثُمَّ يُرْسَلُ إلَيْهِ المَلَكُ فَيَنْفُخُ فِيهِ الرُّوحَ، وَيُؤْمَرُ بِأَرْبَعِ كَلِمَاتٍ: بِكَتْبِ رِزْقِهِ، وَأَجَلِهِ، وَعَمَلِهِ، وَشَقِيٍّ أَوْ سَعِيدٍ؛ فَوَالَّذِي لَا إلَهَ غَيْرُهُ إنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ الجَنَّةِ حَتَّى مَا يَكُونُ بَيْنَهُ وَبَيْنَهَا إلَّا ذِرَاعٌ فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ فَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ فَيَدْخُلُهَا، وَإِنَّ أَحَدَكُمْ لَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ النَّارِ حَتَّى مَا يَكُونُ بَيْنَهُ وَبَيْنَهَا إلَّا ذِرَاعٌ، فَيَسْبِقُ عَلَيْهِ الكِتَابُ فَيَعْمَلُ بِعَمَلِ أَهْلِ الجَنَّةِ فَيَدْخُلُهَا».

გადმოცემულია აბუუ აბდურრაჰმაან აბდულლაჰ იბნ მას'უდისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მართალმა და სიმართლით დამოწმებულმა გვიამბო:«ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში (წვეთად), შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად იგივე დროით, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად იგივე დროით. შემდეგ იგზავნება ანგელოზი მასთან და შეუბერავს მას სულს, და ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი საზრდო, მისი დრო (ცხოვრების ხანგრძლივობა), მისი საქმეები და იქნება უბედური თუ ბედნიერი. ვფიცავ იმას, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს და შევა მასში. და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და ჯოჯოხეთს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს და შევა მასში».

სანდო (საჰიჰ) رواه البخاري ومسلم الأربعون النووية - 4

განმარტება

იბნ მას'უდმა თქვა: "ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვიამბო, და ის არის სანდო თავის ნათქვამში და მყარი სიმართლეში, რადგან უზენაესი ალლაჰისგან არის დამოწმებული მისი ეს თვისება". მან თქვა: თითოეული თქვენგანის შექმნა ხდება შემდეგნაირად: როცა მამაკაცი შედის სიახლოვეში თავის მეუღლესთან, მისი გაფანტული თესლი ქალის საშვილოსნოში გროვდება ორმოცი დღის განმავლობაში თხევადი წვეთის (სასქესო სითხის) სახით. შემდეგ იგი ხდება სქელი შედედებული სისხლი, და ეს ხდება მეორე ორმოცი დღის განმავლობაში. შემდეგ იგი ხდება ხორცის ნაჭერი, იმდენად პატარა, როგორც გაღეჭილი ხორცი, ეს ხდება მესამე ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ ალლაჰი წარგზავნის მასთან ანგელოზს, რომელიც ჩაბერავს მას სულს მესამე ორმოცი დღის დასრულების შემდეგ. ანგელოზს ეძლევა ბრძანება, რომ დაწეროს ოთხი რამ: სარჩო, ანუ რამდენი სიკეთე ექნება ბოძებული მას თავისი სიცოცხლის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა — ანუ რამდენ ხანს დარჩება იგი ამქვეყნად. მისი ქმედებები, რა ქმედება იქნება? იქნება იგი უბედური თუ ბედნიერი. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაიფიცა, რომ ადამიანი აკეთებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეებს, და მისი ქმედებები იქნება მართალი, ანუ გარეგნულად ეს ქმედებები ასე გამოჩნდება ხალხისთვის, და ის ასეთ მდგომარეობაში იქნება მანამ, სანამ მას და სამოთხეს შორის მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი არ დარჩება, ანუ ისე, თითქოს მას და სამოთხეს შორის დარჩენილი იქნება მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წინასწარ განსაზღვრულია წიგნში, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეების კეთებას, დატოვებს სამყაროს ასეთ მდგომარეობაში და შევა ცეცხლში. რადგან მისი ქმედებების მიღების პირობა არის ის, რომ იგი იყოს მტკიცე მათ შესრულებაში და არ შეცვალოს ისინი. სხვა ადამიანები აკეთებენ ჯოჯოხეთის მცხოვრებლების საქმეებს, სანამ არ აღმოჩნდებიან მის შესვლასთან ახლოს, ისე, თითქოს მათსა და ჯოჯოხეთში შესვლას შორის დარჩენილი იყოს მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი მიწამდე. მაშინ მოხდება ის, რაც მისთვის წიგნში განსაზღვრულია, და ის დაიწყებს სამოთხის მცხოვრებლების საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ადამიანის შექმნის ეტაპების განმარტება.
  2. განგებისა და ბედისწერის რწმნენა.
  3. საქმეთა ბედი საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც წინასწარ განსჯით დადგენილია და რაც წინასწარი განგებით დაწესებულია.
  4. გაფრთხილება საქმეების გარეგნული ფორმებით მოტყუებისგან; რადგან საქმეები ფასდება მათი დასრულების მიხედვით.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو