1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს

عَنِ النَّوَّاسِ بْنِ سِمْعَانَ الْأَنْصَارِيِّ رضي الله عنه قَالَ:
سَأَلْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَنِ الْبِرِّ وَالْإِثْمِ، فَقَالَ: «الْبِرُّ حُسْنُ الْخُلُقِ، وَالْإِثْمُ مَا حَاكَ فِي صَدْرِكَ، وَكَرِهْتَ أَنْ يَطَّلِعَ عَلَيْهِ النَّاسُ».

ან-ნავვაას იბნ სიმ'აან ალ-ანსარი (ალლაჰი იყოს მისი კთმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ მან თქვა:
ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიკეთის და ცოდვის შესახებ და მითხრა: «სიკეთე – ეს არის კარგი ზნეობა, ცოდვა– ეს არის ის, რაც გულში ეჭვს იწვევს და რაც არ გსურს, რომ ხალხმა იხილოს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2553

განმარტება

შუამავალისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეკითხვა იქნა დასმული სიკეთეზე და ცოდვაზე, და მან უპასუხა:
სიკეთის უდიდესი თვისებებია: ალლაჰის მიმართ კარგი ზნეობა – რაც გამოიხატება ღვთისმოშიშებაში (თაყვანისცემაში, მორჩილებაში და ცოდვებისგან თავის შეკავებაში); ადამიანებთან კარგი ზნეობა – რაც მოიცავს: მათი ტკივილის ატანას, გაბრაზებისგან თავის შეკავებას, კეთილგანწყობილ სახეს, სასიამოვნო სიტყვებს, ნათესავებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, მორჩილებას, სიკეთესა და კეთილშობილებას, რბილობას და კეთილგანწყობას, კარგი ურთიერთობებისა და ამხანაგობის შენარჩუნებას.
რაც შეეხება ცოდვას, ის არის ის, რაც შინაგანად იწვევს მღელვარებასა და გაურკვევლობას, რაც გულში ეჭვს იწვევს და შიშს ბადებს, რომ ეს შესაძლოა ცოდვა იყოს. ცოდვა ის არის, რაც ადამიანს არ სურს, რომ გამოჩნდეს, რადგან იგი მახინჯი და სამარცხვინოა კეთილშობილთა, პატივსაცემთა და სრულყოფილ ადამიანთა თვალში, ეს იმიტომ, რომ ადამიანის ბუნებაა, რომ მას სურს, ხალხმა მისი სიკეთე იხილოს, ხოლო როდესაც არ სურს, რომ მათ მისი კონკრეტული ქმედება დაინახონ, ეს ნიშნავს, რომ ის ცოდვაა და მასში სიკეთე არ არის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. კეთილშობილური ზნეობის წახალისება, რადგან კარგი ზნეობა არის სიკეთის უდიდესი თვისება.
  2. ჭეშმარიტება და სიცრუე არ ეშლება მორწმუნეს, რადგან იგი თავის გულში არსებული სინათლით იცნობს ჭეშმარიტებას და სიცრუე აღიზიანებს მას, რის გამოც მას უარყოფს.
  3. ცოდვის ნიშნებია: გულში შფოთვა და მღელვარება, ასევე ის, რომ ადამიანს არ სურს, ხალხმა ამის შესახებ გაიგოს.
  4. ას-სინდის თქმით: «ეს ჰადისი ეხება იმ საკითხებს, რომლებიც საეჭვოა და სადაც ადამიანები ვერ ახერხებენ ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრონ სწორი მხარე. რაც შეეხება ისლამში მკაფიოდ დაწესებულ ნაბრძანებს (კეთილ საქმეებს) და აკრძალულს (ცოდვებს), რომელთა საწინააღმდეგო მკაფიო მტკიცებულება არ არსებობს, მათ შესახებ არ არის საჭირო გულისგან რჩევის კითხვა და მისი დამშვიდება, რადგან ისინი უკვე აშკარად განსაზღვრულია შარიათით».
  5. ჰადისში მოხსენიებულნი არიან საღი ბუნების მქონენი, და არა ისინი, ვისაც გადაბრუნებული გულები აქვთ, რომლებიც არც სიკეთეს ცნობენ და არც ბოროტებას უარყოფენ, გარდა იმისა, რაც მათ სურვილებს შეესაბამება.
  6. ატ-ტიბიმ თქვა: «ითქვა, რომ "ღვთისმოშიშობა" ჰადისში სხვადასხვაგვარად იქნა განმარტებული. ერთ ადგილას იგი განიმარტა როგორც ის, რისკენაც სულს სიმშვიდე აქვს და გული მშვიდდება. სხვა ადგილას – როგორც რწმენა. ერთ ადგილას – როგორც ის, რაც ალლაჰთან გაკავშირებს, ხოლო აქ – როგორც კეთილი ზნეობა, კეთილი ზნეობა განმარტებულია როგორც: სხვებისგან მიყენებული ტანჯვის ატანა, მრისხანების შემცირება, კეთილგანწყობილი გამომეტყველება და სასიამოვნო სიტყვა. ყველა ეს განმარტება ერთმანეთთან ახლოს არის მნიშვნელობით».

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو