1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი შენ არ უნდა მოკლა იგი, რადგან თუ მოკლავ მას, ის გახდება ისეთივე, როგორიც შენ იყავი მის მკვლელობამდე, ხოლო შენ გახდები ისეთივე, როგორიც ის იყო მანამ, სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა

عَنْ المِقْدَادِ بْنَ عَمْرٍو الكِنْدِيَّ رضي الله عنه:
أَنَّهُ قَالَ لِرَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: أَرَأَيْتَ إِنْ لَقِيتُ رَجُلًا مِنَ الكُفَّارِ فَاقْتَتَلْنَا، فَضَرَبَ إِحْدَى يَدَيَّ بِالسَّيْفِ فَقَطَعَهَا، ثُمَّ لاَذَ مِنِّي بِشَجَرَةٍ، فَقَالَ: أَسْلَمْتُ لِلَّهِ، أَأَقْتُلُهُ يَا رَسُولَ اللَّهِ بَعْدَ أَنْ قَالَهَا؟ فَقَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لاَ تَقْتُلْهُ» فَقَالَ: يَا رَسُولَ اللَّهِ إِنَّهُ قَطَعَ إِحْدَى يَدَيَّ، ثُمَّ قَالَ ذَلِكَ بَعْدَ مَا قَطَعَهَا؟ فَقَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لاَ تَقْتُلْهُ، فَإِنْ قَتَلْتَهُ فَإِنَّهُ بِمَنْزِلَتِكَ قَبْلَ أَنْ تَقْتُلَهُ، وَإِنَّكَ بِمَنْزِلَتِهِ قَبْلَ أَنْ يَقُولَ كَلِمَتَهُ الَّتِي قَالَ».

მიყდაად იბნ 'ამრ ალ-ქინდი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
ერთხელ ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ შევხვდები ურწმუნო ადამიანს, და ჩვენ შევებრძოლებით ერთმანეთს, და ის მოჰკვეთს ჩემს ხელს მახვილით, შემდეგ კი (ეცდება) განერიდოს ჩემგან და, ხეს შეაფაროს თავი და იტყვის: „მე დავმორჩილდი ალლაჰს!“ — მაშინ, ო, ალლაჰის მოციქულო, შემიძლია თუ არა მისი მოკვლა ამ სიტყვების თქმის შემდეგ?" ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ არ უნდა მოკლა იგი». ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მაგრამ მან მოჰკვეთა ჩემი ხელი და თქვა ეს სიტყვები მხოლოდ ამის შემდეგ!" (ამაზე) ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ არ უნდა მოკლა იგი, რადგან თუ მოკლავ მას, ის გახდება ისეთივე, როგორიც შენ იყავი მის მკვლელობამდე, ხოლო შენ გახდები ისეთივე, როგორიც ის იყო მანამ, სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 4019

განმარტება

ალ-მიყდაად იბნ ალ-ასვადმა, დაე, ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით, ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რას იტყვი, თუ ბრძოლაში შევხვდები ერთ-ერთ ურწმუნოს, ჩვენ ვიბრძოლებთ მახვილებით, და ის დამარტყამს, მოჰკვეთს ერთ ჩემს ხელს, შემდეგ კი გაიქცევა და დაიმალება ხეზე (ან ხის უკან) და იტყვის: 'ლა ილაჰა ილლალლაჰ' (არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა). შემიძლია თუ არა მისი მოკვლა მას შემდეგ, რაც მან მოჰკვეთა ჩემი ხელი?
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უპასუხა: არ მოკლა ის.
ჰკითხა: და თუ მან ჩემი ერთი ხელი მოჰკვეთა მაიც არ მოვკლაო?
მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: არ მოკლა იგი, რადგან იგი გახდა ხელშეუხებელი. თუ მოკლავ მას იმის შემდეგ, რაც მან ისლამი მიიღო, ის იქნება შენს ადგილას, ისლამის წყალობით ხელშეუხებელი, ხოლო შენ აღმოჩნდები მის ადგილას, გახდები სასჯელის ობიექტი მკვლელობისთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ის, ვინც შეასრულა მოქმედება ან წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მიუთითებს მის ისლამში შესვლაზე, ხდება ხელშეუხებელი და მისი მოკვლა აკრძალულია.
  2. თუ ურწმუნო ერთ-ერთ ბრძოლაში ისლამს მიიღებს, მისი სისხლი ხელშეუხებელი ხდება, და უნდა შევიკავოთ თავი მისი მკვლელობისგან, თუ აშკარა არ გახდება, რომ მისი განზრახვები სხვაა.
  3. მუსლიმმა უნდა დაუქვემდებაროს თავისი სურვილები შარიათის კანონებს და არ უნდა იხელმძღვანელოს მტრული გრძნობებით ან შურისძიების სურვილით.
  4. იბნ ჰაჯარმა თქვა: "ნებადართულია კითხვების დასმა მოვლენების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მოხდეს, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული ისტორია ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთმა წინამორბედმა(ნასწავლა) გამოხატა უკმაყოფილება ასეთი კითხვების მიმართ, ეს ეხება შემთხვევებს, რომლებიც იშვიათად ხდება. თუმცა, იმ სიტუაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირად შეიძლება მოხდეს, დაშვებულია კითხვების დასმა, რათა შევიტყოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში".

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية