1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!

عن أبي هريرة رضي الله عنه
عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فِيمَا يَحْكِي عَنْ رَبِّهِ عَزَّ وَجَلَّ، قَالَ: «أَذْنَبَ عَبْدٌ ذَنْبًا، فَقَالَ: اللَّهُمَّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي، فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى: أَذْنَبَ عَبْدِي ذَنْبًا، فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ، وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ، ثُمَّ عَادَ فَأَذْنَبَ، فَقَالَ: أَيْ رَبِّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي، فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى: عَبْدِي أَذْنَبَ ذَنْبًا، فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ، وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ، ثُمَّ عَادَ فَأَذْنَبَ، فَقَالَ: أَيْ رَبِّ اغْفِرْ لِي ذَنْبِي، فَقَالَ تَبَارَكَ وَتَعَالَى: أَذْنَبَ عَبْدِي ذَنْبًا، فَعَلِمَ أَنَّ لَهُ رَبًّا يَغْفِرُ الذَّنْبَ، وَيَأْخُذُ بِالذَّنْبِ، اعْمَلْ مَا شِئْتَ فَقَدْ غَفَرْتُ لَكَ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ყოვლისშემძლე და დიდებული უფლისგან გადმოსცა შემდეგი: «ერთი ალლაჰის მონა ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] ამბობდა: "ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!" ყოვლადმაღალი ალლაჰი იტყოდა: „ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი კვლავ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის!" შემდეგ ის ისევ ჩაიდენდა ცოდვას და [გულწრფელად მოინანიებდა] კვლავ იტყოდა: "ო, უფალო, მაპატიე ჩემი ცოდვა!" და ალლაჰი ისევ ამბობდა: „ჩემმა მონამ ისევ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს და სჯის ცოდვებისთვის! მე ვაპატიე ჩემს მონას, დაე, აკეთოს რაც უნდა"».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2758

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადასცემს თავისი უფლისგან, რომ როცა მონა ჩაიდენს ცოდვას და შემდეგ იტყვის: ო, ალლაჰ, მაპატიე ჩემი ცოდვა!, ყოვლისშემძლე ალლაჰი ამბობს: ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, და მან იცის, რომ მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო! და ის ფარავს მონის ცოდვას სხვა ადამიანებისგან და პატიობს მას და ამბობს: მე უკვე ვაპატიე მას! შემდეგ მონამ კვლავ ჩაიდინა ცოდვა და თქვა: ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვა! ალლაჰმა უპასუხა: ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რო მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და, სჯის მათ გამო! და ის ფარავს მათ ადამიანებისგან და პატიობს, და იტყვის: მე უკვე ვაპატიე ჩემს მონას! შემდეგ მონამ კვლავ ჩაიდინა ცოდვა და თქვა: ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვა! ალლაჰმა უპასუხა: ჩემმა მონამ ჩაიდინა ცოდვა, მაგრამ მან იცის, რო მას ჰყავს უფალი, რომელიც პატიობს ცოდვებს და სჯის მათ გამო! ფარავს მათ ადამიანებისგან და პატიობს მას, ალლაჰი იტყვის: მე უკვე ვაპატიე ჩემს მონას! დაე, ის აკეთოს ის, რაც სურს, სანამ ყოველი ცოდვის შემდეგ ის თავს ანებებს, ნანობს და მტკიცედ გადაწყვეტს მასთან არ დაბრუნებას. მაგრამ თუ მისი სული კვლავ აჯობებს და ის კვლავ ჩაიდენს ცოდვას, და სანამ ის ცოდავს და ინანიებს, მე მას ვაპატიებ. ვინაიდან სინანული შლის ყველა წინარე ცოდვას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის წყალობა უსაზღვროა თავისი მონების მიმართ, და მიუხედავად იმისა, როგორ სცოდავს ადამიანი და რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ იგი ინანიებს და მიმართავს მას, ალლაჰი აპატიებს მას.
  2. მორწმუნე, რომელსაც სწამს ალლაჰის, ყოვლისშემძლის, იმედოვნებს თავისი უფლის მიტევებას, მაგრამ ასევე შიშობს მისი სასჯელის. ამიტომ ის ჩქარობს სინანულისკენ და არ აგრძელებს ურჩობას (ალლაჰის წინაშე).
  3. ნამდვილი სინანულის პირობებია: პირველ რიგში, ცოდვის მიტოვება; მეორეც, გულწრფელი სინანული იმაზე, რაც ჩადენილია; და მესამეც, მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარ დაუბრუნდება ამ ცოდვას მომავალში. თუ სინანული დაკავშირებულია უსამართლობასთან, რაც გამოიხატება ფულის, ღირსების ან სიცოცხლის ხელყოფაში, მაშინ ემატება მეოთხე პირობა: უნდა სთხოვო პატიება დაზარალებულს ან დაუბრუნო ის, რაც მას ეკუთვნის.
  4. ალლაჰის შესახებ ცოდნის მნიშვნელობა, რომელიც ეხმარება მონას, რომ წარმართოს თავისი საქმეები სწორად, გულწრფელად მოინანიოს ჩადენილი შეცდომა და არ ჩავარდეს სასოწარკვეთაში და არ გააგრძელოს ცოდვის ჩადენა.

თარგმნების ჩვენება

68 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية