1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია

عَنِ ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ:
قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لِمُعَاذِ بْنِ جَبَلٍ، حِينَ بَعَثَهُ إِلَى الْيَمَنِ: «إِنَّكَ سَتَأْتِي قَوْمًا أَهْلَ كِتَابٍ، فَإِذَا جِئْتَهُمْ فَادْعُهُمْ إِلَى أَنْ يَشْهَدُوا أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللهِ، فَإِنْ هُمْ أَطَاعُوا لَكَ بِذَلِكَ، فَأَخْبِرْهُمْ أَنَّ اللهَ قَدْ فَرَضَ عَلَيْهِمْ خَمْسَ صَلَوَاتٍ فِي كُلِّ يَوْمٍ وَلَيْلَةٍ، فَإِنْ هُمْ أَطَاعُوا لَكَ بِذَلِكَ، فَأَخْبِرْهُمْ أَنَّ اللهَ قَدْ فَرَضَ عَلَيْهِمْ صَدَقَةً تُؤْخَذُ مِنْ أَغْنِيَائِهِمْ فَتُرَدُّ عَلَى فُقَرَائِهِمْ، فَإِنْ هُمْ أَطَاعُوا لَكَ بِذَلِكَ، فَإِيَّاكَ وَكَرَائِمَ أَمْوَالِهِمْ، وَاتَّقِ دَعْوَةَ الْمَظْلُومِ، فَإِنَّهُ لَيْسَ بَيْنَهُ وَبَيْنَ اللهِ حِجَابٌ».

იბნ აბბასისგან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: «შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1496

განმარტება

როცა მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) იემენში ალლაჰის გზაზე მოსახმობად და სწავლების მიზნით გაგზავნა, განუმარტა, რომ მას შეხვდებოდა ხალხი, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, რათა მუაზი მზად ყოფილიყო მათთვის. მან ურჩია, რომ მათი მოწოდება დაწყებულიყო ყველაზე მნიშვნელოვანით, შემდეგ კი თანმიმდევრულად გაეგრძელებინა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება. პირველ რიგში, მუაზს უნდა დაეწყო მოწოდება მრწამსის გამოსწორებით, რომ დაემოწმებინათ: რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. რადგან ამ სიტყვებით ისინი ისლამში შევლენ. და თუ ისინი დაემორჩილებიან ამ მოწოდებას, შემდეგ უბრძანე მათ ლოცვის შესრულება, რადგან ის თავჰიდის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, თუ ისინი ლოცვაზე დადგებიან, უბრძანე მათ მდიდრებს, რომ თავიანთი ქონებიდან ზაქათი ღარიბებს მისცენ. შემდეგ გაფრთხილება მისცა, რომ არ აიღოს მათი ქონების საუკეთესო ნაწილი, რადგან ვალდებულება არის ქონების საშუალო ნაწილის მიცემა. შემდეგ მუაზი დაარიგა, რომ თავი აერიდებინა უსამართლობის ჩადენისგან, რათა დაჩაგრულმა არ მოუხმოს ალლაჰს მის წინააღმდეგ, რადგანაც დაჩაგრულის ვედრება მიღებულია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დამოწმების მნიშვნელობა, რომ არ არსებობს ღვთაება ღირსეული თაყვანისცემისა, გარდა ალლაჰისა, რაც ნიშნავს ალლაჰის ერთადერთობის აღიარებას თაყვანისცემაში, და ალლაჰის გარდა სხვა ყოველგვარი თაყვანისცემის მიტოვებას.
  2. დამოწმების მნიშვნელობა, რომ მუჰმმადი ალლაჰის მოციქულია - არის იმის რწმენა, რითაც მოვიდა ის და დაჯერება იმისა, რომ ის არის ალლაჰის შუამავლებიდან ბოლო გამოგზავნილი ადამიანებთან.
  3. მიმართვა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ცოდნა და ეჭვებით არის შეპყრობილი არ არის მსგავსი მიმართვისა ისეთ ადამიანს, რომელსაც ცოდნა არ გააჩნია; ამიტომ, გააფრთხილა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზი ამ სიტყვებით: "ჭეშმარიტად, შენ მიდიხარ წიგნბოძებულ ხალხთან".
  4. მნიშვნელოვანია, რომ მუსლიმი კარგად იცნობდეს თავის რელიგიას, რათა არ მოხვდეს იმ ადამიანების ეჭვებში, ვინც მათ თესავს, და ამის განხორციელება შესაძლებელია ცოდნის მიღებით.
  5. იუდეველებისა და ქრისტიანების რელიგიის გაუქმებულობა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნის შემდეგ. ასევე, ისინი არ იქნებიან გადარჩენილნი განკითხვის დღეს, სანამ არ შევლენ ისლამის რელიგიაში და არ ირწმუნებენ ალლაჰის მოციქულის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას).

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
AK Akan الأكانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو