1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან

عن أَبِي أُمَامَةَ إِياسِ بنِ ثَعْلَبَةَ الحَارِثِيِّ رضي الله عنه أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنِ اقْتَطَعَ حَقَّ امْرِئٍ مُسْلِمٍ بِيَمِينِهِ، فَقَدْ أَوْجَبَ اللهُ لَهُ النَّارَ، وَحَرَّمَ عَلَيْهِ الْجَنَّةَ» فَقَالَ لَهُ رَجُلٌ: وَإِنْ كَانَ شَيْئًا يَسِيرًا يَا رَسُولَ اللهِ؟ قَالَ: «وَإِنْ قَضِيبًا مِنْ أَرَاكٍ».

აბუ უმამა იას იბნ სა'ლაბა ალ-ჰარისი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც ტყუილზე დაფიცებით მუსლიმი ადამიანის უფლებას მიითვისებს, ჭეშმარიტად ალლაჰმა მისთვის სავალდებულო გახადა ჯოჯოხეთი და აუკრძალა სამოთხე», ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, ძალიან უმნიშვნელო რამეც რომ იყოს? მან თქვა: «თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 137

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ალლაჰის სახელზე ტყუილზე დაფიცებისგან და მითუმეტეს თუ იქნება ეს მუსლიმი ადამიანის უფლების მითვისებაზე, ამის სასჯელი იქნება რომ ის დაიმსახურებს ცეცხლს, და დაკარგავს სამოთხეს, და ეს არის დიდი ცოდვებიდან. ერთმა კაცმა მას ჰკითხა: ო ალლაჰის შუამავალო, დაფიცებული რომ ძალიან მცირე რამ იყოს? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა: თუნდაც იყოს ერთი სივაქის ჯოხი, რომელსაც არაქის ხიდან იღებენ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება სხვისი ქონების მითვისებისგან და მოწოდება მისი პატრონებისთვის დაბრუნებისკენ, მიუხედავად იმისა, რამდენად უმნიშვნელო რამეს წარმოადგენს იგი. და თუ მოსამართლემ შეცდომით გამოიტანა გადაწყვეტილება მითვისებლის სასარგებლოდ, ეს არ ხდის მისთვის ნებადართულს იმას, რაც მან მიითვისა.
  2. ან-ნავავიმ თქვა: «მუსლიმთა უფლებების ხელყოფა სასტიკად არის აკრძალული, არ აქვს მნიშვნელობა უფლება დიდი იქნება თუ პატარა; შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებზე დაყრდნობით: ''თუნდაც იყოს პატარა ჯოხი არაქის ხიდან''».
  3. ან-ნავავიმ თქვა: «ეს არის მისი სასჯელი, ვინც მიითვისებს მუსლიმის უფლებას და გარდაიცვლება მონანიების გარეშე. ხოლო ვინც მოინანია ღმერთის წინაშე და ინანა თავისი ჩადენილის გამო, დაუბრუნა მისი უფლება თავის პატრონს, ითხოვა მისგან მიტევება, და შეეცადა რომ მსგავსი რამე მეორედ აღარ ჩაედინა, ის გათავისუფლდება ცოდვისგან».
  4. ალ-ყაადიმ თქვა: «განსაკუთრებით მუსლიმის გამოყოფა მოხდა იმიტომ, რომ ისინი არიან ამ ჰადისის ადრესატები, ასევე ზოგადად, შარიათში მუსლიმებს შორის ხდება ურთიერთობა, და ეს იმას არ ნიშნავს, რომ არა მუსლიმების მდგომარეობა განსხვავებულია, პირიქით მათი დადგენილებაც მუსლიმთა დადგენილებას ჰგავს ამ შემთხვევაში».
  5. ან-ნავავიმ თქვა: «ტყუილი წარმოადგენს ისეთ ცნობას, რომელიც არ შეესაბამება ჭეშმარიტებას, იქნება ეს განზრახულად თუ უნებლიეთ, და არ აქვს მნიშვნელობა, ეხება ეს წარსულს თუ მომავალს».

თარგმნების ჩვენება

46 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية