1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الْمُؤْمِنُ الْقَوِيُّ، خَيْرٌ وَأَحَبُّ إِلَى اللهِ مِنَ الْمُؤْمِنِ الضَّعِيفِ، وَفِي كُلٍّ خَيْرٌ، احْرِصْ عَلَى مَا يَنْفَعُكَ، وَاسْتَعِنْ بِاللهِ وَلَا تَعْجَزْ، وَإِنْ أَصَابَكَ شَيْءٌ، فَلَا تَقُلْ لَوْ أَنِّي فَعَلْتُ كَانَ كَذَا وَكَذَا، وَلَكِنْ قُلْ قَدَرُ اللهِ وَمَا شَاءَ فَعَلَ، فَإِنَّ (لَوْ) تَفْتَحُ عَمَلَ الشَّيْطَانِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ძლიერი მორწმუნე უფრო კარგი და საყვარელია ალლაჰისთვის სუსტ მორწმუნეზე, ხოლო ორივე მათგანში არის სიკეთე. იყავი მტკიცე იმაზე, რასაც შენთვის სარგებელი მოაქვს და მიეკედლე ალლაჰს და არ გამოიჩინო სისუსტე, და თუ რაიმე შეგემთხვევა არ თქვა: "მე რომ ასე გამეკეთებინა ასე და ასე იქნებოდა", არამედ თქვი: "ალლაჰის ბედისწერაა, მან რაც ისურვა, ის გააკეთა". რადგან "რომ" გზას უხსნის ეშმაკს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2664

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ მორწმუნე სრულად არის სიკეთით სავსე, მაგრამ ძლიერი მორწმუნე — თავისი რწმენით, სიმტკიცით, ქონებითა და სხვა ძალის გამოვლინებებით — უკეთესია და უფრო საყვარელი უზენაესი ალლაჰისთვის, ვიდრე სუსტი მორწმუნე. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოუწოდა მორწმუნეს, რომ მოეჭიდოს იმ მიზეზებს, რაც მისთვის სასარგებლოა ამქვეყნიურ და საიქიო საქმეებში, ალლაჰზე მინდობით, მისგან დახმარების თხოვნითა და მასზე დაყრდნობით. შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა უძლურება, ზარმაცობა და სიზანტე იმ ქმედებებში, რომლებიც სასარგებლოა როგორც ამქვეყნიური, ასევე საიქიო ცხოვრებისთვის. თუ მორწმუნე გულმოდგინედ შრომობს, მოქმედებს მიზეზებზე დაყრდნობით, ალლაჰის დახმარებით და მისგან სიკეთეს ითხოვს, ამის შემდეგ მას აღარაფერია დარჩენილი, გარდა იმისა, რომ თავისი საქმე სრულიად ალლაჰს მიანდოს და იცოდეს, რომ ალლაჰის არჩევანი ყოველთვის საუკეთესოა. თუ ამის შემდეგ მას უბედურება შეემთხვევა, ნუ იტყვის: "მე რომ ასე გამეკეთებინა, ასე და ასე იქნებოდა"; „რადგან "რომ" ხსნის შაიტანის საქმეს," რაც გულისხმობს უკმაყოფილებას ბედისწერის მიმართ და სინანულს წარსულზე. ამის ნაცვლად, უნდა თქვას ალლაჰის ბედისწერის დამორჩილებული და კმაყოფილი: "ეს არის ალლაჰის ნება და რაც მან ინება, ის მოხდა". რაც მოხდა, ის ალლაჰის ნებისა და სურვილის შესაბამისად მოხდა, რადგან ის ყველაფერს აკეთებს, რასაც ინებებს. მის განჩინებას ვერავინ შეაჩერებს, ვერც მის გადაწყვეტილებას შეცვლის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ხალხი რწმენაში განსხვავდება.
  2. საქმეში ძალისხმევის გამოვლენა სასურველია, რადგან მისი მეშვეობით მიიღწევა ისეთი სარგებელი, რასაც სისუსტით ვერ მიაღწევ.
  3. ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რაც მისთვის სასარგებლოა, და განერიდოს იმას, რაც უსარგებლოა.
  4. მორწმუნემ უნდა ითხოვოს ალლაჰის დახმარება ყველა საქმეში და არ დაეყრდნოს მხოლოდ საკუთარ თავს.
  5. წინასწარგანჩინებისა და ბედისწერის დადასტურება, და ის არ ეწინააღმდეგება მიზეზებზე დაყრდნობასა და სიკეთის მოპოვებაში ძალისხმევის გამოჩენას.
  6. აკრძალულია სიტყვა „რომ“ ან "თუ" გამოყენება უკმაყოფილების გამოხატვის მიზნით უბედურების დროს და იკრძალება ალლაჰის ბედისწერასა და განაჩენზე შეპასუხება.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية