1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს

عَنْ أَبِي العَبَّاسِ، عَبْدِ الله بْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ: كُنْت خَلْفَ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَوْمًا، فَقَالَ:
«يَا غُلَامِ! إنِّي أُعَلِّمُك كَلِمَاتٍ: احْفَظِ اللَّهَ يَحْفَظْكَ، احْفَظِ الله تَجِدْهُ تُجَاهَكَ، إذَا سَأَلْتَ فَاسْأَلِ اللهَ، وَإِذَا اسْتَعَنْتَ فَاسْتَعِنْ بِاَللهِ، وَاعْلَمْ أَنَّ الأُمَّةَ لَوْ اجْتَمَعَتْ عَلَى أَنْ يَنْفَعُوكَ بِشَيْءٍ لَمْ يَنْفَعُوكَ إلَّا بِشَيْءٍ قَدْ كَتَبَهُ اللَّهُ لَكَ، وَإِنِ اجْتَمَعُوا عَلَى أَنْ يَضُرُّوكَ بِشَيْءٍ لَمْ يَضُرُّوكَ إلَّا بِشَيْءٍ قَدْ كَتَبَهُ اللَّهُ عَلَيْكَ؛ رُفِعَتِ الأَقْلَامُ، وَجَفَّتِ الصُّحُفُ». وَفِي رِوَايَةِ غَيْرِ التِّرْمِذِيِّ: «احْفَظِ اللهَ تَجِدْهُ أَمَامَكَ، تَعَرَّفْ إلَى اللهِ فِي الرَّخَاءِ يَعْرِفْكَ فِي الشِّدَّةِ، وَاعْلَمْ أَنَّ مَا أَخْطَأَكَ لَمْ يَكُنْ لِيُصِيبَكَ، وَمَا أَصَابَك لَمْ يَكُنْ لِيُخْطِئَكَ، وَاعْلَمْ أَنَّ النَّصْرَ مَعَ الصَّبْرِ، وَأَنْ الفَرَجَ مَعَ الكَرْبِ، وَأَنَّ مَعَ العُسْرِ يُسْرًا».

გადმოცემულია აბუ ალ-აბბას აბდულლაჰ იბნ აბბასისაგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომ მან თქვა: ერთ დღეს მე შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვიყავი და მან თქვა:
«ო ყმაწვილო, მე შენ გასწავლი სიტყვებს: გახსოვდეს ალლაჰი და ის დაგიცავს შენ. გახსოვდეს ის და იპოვი მას შენს წინ, როცა შესთხოვ, შესთხოვე ალლაჰს და როცა გჭირდება დახმარება, სთხოვე დახმარება მხოლოდ ალლაჰს, და იცოდე ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს რათა სარგებლობა მოგიტანონ, ვერ მოგიტანენ სარგებლობას იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, და ყველა ხალხი რომ შეიკრიბოს შენს წინააღმდეგ, ვერ გავნებენ იმაზე მეტს, რაც უკვე დაწერა ალლაჰმა შენთვის, კალამი აწეულია და ფურცლები გამშრალი». ათ-თირმიზის გარდა სხვა გადმოცემაში: «გაიხსენე ალლაჰი და მას შენ წინაშე იპოვი. გაიხსენე ალლაჰი კეთილდღეობაში და ის შენ გაგიხსენებს გაჭირვებაში. იცოდე, რომ ის, რაც შენ გამოგრჩა, ვერასოდეს მოგწვდებოდა, და ის, რაც შენ დაგატყდა, ვერასოდეს აგივლიდა გვერდს. აგრეთვე იცოდე, რომ დახმარება მოთმინებასთან ერთად მოდის, განსაცდელს თან ახლავს განტვირთვა და სიძნელესთან ერთად არის სიმარტივე».

სანდო (საჰიჰ) رواه الترمذي وغيره الأربعون النووية - 19

განმარტება

იბნ აბბასი (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოგვცემს, რომ ერთხელ, როცა ის პატარა იყო და მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მიემგზავრებოდა (მის უკან იჯდა) და, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: ჭეშმარიტად, მე გასწავლი საქმეებსა და ისეთ რამეს, რომელთა საშუალებითაც ალლაჰი მოგცემს სარგებელს: გახსოვდეს ალლაჰი, მის ბრძანებებზე მორჩილებით და მისი აკრძალვების თავიდან აცილებით, რათა ის ყოველთვის გხედავდეს მორჩილებისა და მასთან დაახლოვების გზაზე, და არა ცოდვებისა და დაუმორჩილებლობის გზაზე. თუ ასე მოიქცევი, ალლაჰი დაგიცავს უბედურებებისგან ამ ცხოვრებაში და მომდევნო ცხოვრებაში, და მოგანიჭებს მხარდაჭერასა და გამარჯვებას ყველა შენს მნიშვნელოვან საქმეში, საითკენაც არ უნდა წახვიდე. თუ რაიმეს თხოვნა მოგინდება, არავის სთხოვო გარდა ალლაჰისა, რადგან მხოლოდ ის ერთია, ვისაც შეუძლია უპასუხოს მთხოვნელს. თუ დახმარება მოგინდება არ სთხოვო დახმარება არავის, გარდა ალლაჰისა. გქონდეს მტკიცე რწმენა და დარწმუნებულობა იმაში, რომ ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებ, თუნდაც დედამიწაზე ყველა ადამიანი გაერთიანდეს იმისთვის, რომ დახმარება გაგიწიოს, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა შენთვის დაწერა. და ვერავინ ვერაფერს გავნებს, თუნდაც ყველა ადამიანი გაერთიანდეს და შენს წინააღმდეგ ბოროტება მოინდომოს, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა შენთვის წინასწარ განსაზღვრა. და იცოდე, რომ ეს საქმე დაწერა და განსაზღვრა ყოვლისშემძლე და დიდებულმა ალლაჰმა, და მან ის თავისი სიბრძნისა და ცოდნის მიხედვით დააწესა. შეუძლებელია შეცვალო ის, რაც მან დაწერა. და ვინც იცავს ალლაჰის ბრძანებებს და თავს იკავებს მისი აკრძალვებისაგან, ჭეშმარიტად, წმინდა ალლაჰი მისი მონის წინ იქნება, იცის მისი მდგომარეობა, ეხმარება და ამაგრებს მას. ხოლო როდესაც ადამიანი ემორჩილება ალლაჰს კეთილდღეობის დროს, ალლაჰი უბოძებს მას გასაჭირის ჟამს განთავისუფლებას და გამოსავალს. დაე, ყოველი მორჩილი კმაყოფილი იყოს იმით, რასაც ალლაჰი განუსაზღვრავს მას, სიკეთე იქნება ეს თუ ბოროტება. განსაცდელებისა და სირთულეების დროს მონამ უნდა გამოიჩინოს მოთმინება, რადგან მოთმინება არის გასაღები განთავისუფლებისთვის. როცა მწუხარება ძლიერდება, განთავისუფლება ალლაჰისგან მოდის, და როცა სიძნელე დადგება, ალლაჰი მის შემდეგ შემსუბუქებას ანიჭებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ბავშვებისთვის რელიგიის სწავლის მნიშვნელობა, როგორიცაა ერთღმერთიანობა, ეთიკა და სხვა საკითხები.
  2. საზღაური საქმეების შესაფერისია.
  3. ბრძანება მხოლოდ ალლაჰზე მინდობაზე და არა სხვაზე მის გარდა, და ის საუკეთესო მფარველია.
  4. რწმენა ბედისწერისა და კმაყოფილება იმით, რაც ალლაჰმა დაწერა. და რომ ყველაფერი ალლაჰის ნებით ხდება.
  5. ვინც ალლაჰის ბრძანებებს უგულებელყოფს, მას ალლაჰი მფარველობის გარეშე დატოვებს და არ დაიცავს მას.
  6. დიდი სასიხარულო ცნობაა ის, რომ როდესაც ადამიანს შეხვდება სიძნელე, ის უნდა ელოდოს შემსუბუქებას.
  7. მონის[ადამიანის] ნუგეში უბედურების დადგომისა და სასურველის დაკარგვისას გამოხატულია სიტყვებში: «და იცოდე, რომ ის, რაც შეგემთხვა, ვერასოდეს აგცდებოდა, ხოლო ის, რაც აგცდა, ვერასოდეს შეგემთხვეოდა». წინადადების პირველი ნაწილი ნუგეშია არასასურველის დადგომისას, ხოლო მეორე — ნუგეშია სასურველის დაკარგვისას.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو