1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ალლაჰის სახელით გილოცავ, ყოველი იმ ბოროტებისგან, რაც ზიანს გაყენებს, ყოველი ბოროტი სულისგან ან შურიანი თვალისგან. ალლაჰის სახელით გილოცავ

عَنْ أَبِي سَعِيدٍ رَضيَ اللهُ عنه:
أَنَّ جِبْرِيلَ أَتَى النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَقَالَ: يَا مُحَمَّدُ اشْتَكَيْتَ؟ فَقَالَ: «نَعَمْ» قَالَ: «بِاسْمِ اللهِ أَرْقِيكَ، مِنْ كُلِّ شَيْءٍ يُؤْذِيكَ، مِنْ شَرِّ كُلِّ نَفْسٍ أَوْ عَيْنِ حَاسِدٍ، اللهُ يَشْفِيكَ بِاسْمِ اللهِ أَرْقِيكَ».

აბუ საიდ ალ-ხუდრის (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) გადმოცემის თანახმად, მან თქვა:
«ჯიბრილი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და ჰკითხა: ო მუჰამმად, რამე გაწუხებს (გტკივა)? მოციქულმა უპასუხა: «დიახ». მაშინ ჯიბრილმა თქვა: «ალლაჰის სახელით გილოცავ, ყოველი იმ ბოროტებისგან, რაც ზიანს გაყენებს, ყოველი ბოროტი სულისგან ან შურიანი თვალისგან. ალლაჰის სახელით გილოცავ».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2186

განმარტება

ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას) ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და ჰკითხა: ო მუჰამმად ავად გახდი? მიუგო: დიახ. მაშინ ჯიბრილმა მას ალლაჰის მოციქულს შეულოცა ამ სიტყვებით და თქვა: «ალლაჰის სახელით»– მის შეწევნას ვეძებ, «გილოცავ» და შეგიფარებ, «ყველაფრისგან, რაც ზიანს გაყენებს» – იქნება ეს მცირე თუ დიდი, «ყოველი ბოროტი სულისგან» – არაწმინდურისგან, „ან შურიანი ადამიანის თვალისგან“ – რომ არ დაგაზიანოს. ალლაჰი „გაგაჯანსაღებს“, დაგიცავს და შეგიფარებს ყველა სნეულებისგან, ალლაჰის სახელით გკურნავ“ – ეს ფრაზა მან გაიმეორა ხაზგასმისთვის და მისით დაიწყო და დაასრულა, რათა მიანიშნოს, რომ მხოლოდ უზენაესი ალლაჰია ერთადერთი მფარველი და მკურნალი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შესაძლებელია დაავადების შესახებ საუბარი, თუ ეს ხდება მდგომარეობის განმარტების მიზნით და არა უკმაყოფილების ან საყვედურის გამოხატვის მიზნით.
  2. დაშვებულია შარიათული შელოცვა შემდეგი პირობების დაცვით: 1. იგი უნდა შესრულდეს ყურანის აიათებით და უზენაესი ალლაჰის ხსენებით ან კანონიერად დასაშვები ვედრებებით. 2. იგი უნდა შესრულდეს არაბულ ენაზე, ან სხვა ენაზე იმგვარად, რომ მნიშვნელობა იყოს ცნობილი და გასაგები. 3. მტკიცედ უნდა სწამდეს, რომ შელოცვა თავისით არ ახდენს ზემოქმედებას, არამედ მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის ნებით არის ერთ-ერთი საშუალება. 4. იგი უნდა იყოს თავისუფალი მრავალღმერთიანობისგან , აკრძალული და სიახლეებისგან ან ისეთი რამეებისგან, რაც მათთან მიიყვანა.
  3. თვალის ზიანი რეალურია და მისი არსებობა დადასტურებულია, ამიტომ მისგან დაცვისა და მკურნალობის მიზნით რუყიის შესრულება აუცილებელია.
  4. ჰადისში მოყვანილი შელოცვის შესრულება სასურველი და რეკომენდირებულია.
  5. ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორც სხვა ადამიანები, ასევე განიცდიდა ავადმყოფობებს და სხვა მიწიერ გამოცდებს, რაც ადასტურებს მის ადამიანურ ბუნებას.
  6. წმინდა ალლაჰი თავის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განსაკუთრებული მზრუნველობით და დაცვით მოიხსენიებდა და მას ანდობდა თავის ანგელოზებს, რათა შეენახათ იგი და დაეცვათ ბოროტებისა და ზიანისგან.

თარგმნების ჩვენება

36 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية