1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია

عَنْ عُثْمَانَ بْنِ أَبِي الْعَاصِ الثَّقَفِيِّ رضي الله عنه أَنَّهُ شَكَا إِلَى رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَجَعًا يَجِدُهُ فِي جَسَدِهِ مُنْذُ أَسْلَمَ، فَقَالَ لَهُ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«ضَعْ يَدَكَ عَلَى الَّذِي تَأَلَّمَ مِنْ جَسَدِكَ، وَقُلْ بِاسْمِ اللهِ ثَلَاثًا، وَقُلْ سَبْعَ مَرَّاتٍ أَعُوذُ بِاللهِ وَقُدْرَتِهِ مِنْ شَرِّ مَا أَجِدُ وَأُحَاذِرُ».

უსმან იბნ აბი ალ-'აას ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უჩივლა ტკივილზე, რომელსაც ის თავის სხეულში განიცდიდა ისლამის მიღების შემდეგ. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას:
«დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2202

განმარტება

უსმან იბნ აბი ალ-ასს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თავს ძლიერი ტკივილი დაატყდა, რომელიც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოინახულა იგი და ასწავლა ლოცვა, რომელიც, ალლაჰის ნებართვით, განკურნებას მოუტანდა. მან უთხრა: „დადე ხელი იმ ადგილას, სადაც ტკივილს გრძნობ, სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰსა და მის ძალმოსილებას იმ ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ’“ — ანუ იმ ტკივილისგან, რომელიც ამჟამად მაწუხებს, „და იმისგან, რისიც მეშინია“ — ანუ შესაძლო გაუარესების, შიშისა და შეშფოთების ან დაავადების გავრცელებისგან მთელ სხეულში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. საკუთარ თავზე რუყიას (გამოსაჯანმრთელებელი ლოცვების) წაკითხვა სუნნაა, როგორც ეს ჰადისშია აღნიშნული.
  2. ჩივილი, თუ მასში არ არის უკმაყოფილება და პროტესტი, არ ეწინააღმდეგება ალლაჰზე დაყრდნობასა და მოთმინებას.
  3. ვედრება წარმოადგენს მიზეზების გამოყენების ნაწილს, ამიტომ აუცილებელია მისი სიტყვების სიზუსტისა და გამეორებების რაოდენობის დაცვა.
  4. ეს ვედრება გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ტკივილის დროს.
  5. ხელის დადება ტკივილის ადგილას ამ ვედრების წაკითხვისას.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية