1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ

عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ عَمْرٍو رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا:
أَنَّ رَجُلًا سَأَلَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: أَيُّ الإِسْلاَمِ خَيْرٌ؟ قَالَ: «تُطْعِمُ الطَّعَامَ، وَتَقْرَأُ السَّلاَمَ عَلَى مَنْ عَرَفْتَ وَمَنْ لَمْ تَعْرِفْ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან(ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ერთმა კაცმა ჰკითხა მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): რომელი ისლამი არის საუკეთესო? მან უპასუხა: «რომ გამოკვებო ხალხი და მიესალმო მას, ვისაც იცნობ და მას, ვისაც არ იცნობ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 12

განმარტება

მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხეს: "ისლამის რომელი გამოვლინება არის საუკეთესო?" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორი თვისება აღნიშნა:
პირველი: მშიერთა გამოკვებაზე ზრუნვა, რაც მოიცავს შეწირულობას, საჩუქრის მიცემას, სტუმრების მიღებასა და თავშეყრის მოწყობას. საჭმლის მიწოდების მადლი განსაკუთრებით ძლიერდება შიმშილის დროს ან როდესაც ფასები ძალიან მაღალია.
მეორე: სალამის გავრცელება ყველა მუსლიმისთვის, იქნება ეს ნაცნობი თუ უცნობი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თანმხლებლებს (საჰაბებს) დიდი სურვილი ჰქონდათ, გაეგოთ ისეთი თვისებები და ქმედებები, რომლებიც მათ სარგებელს მოუტანდა როგორც ამქვეყნად, ასევე საიქიოში.
  2. მისალმება და საჭმლის მიწოდება ისლამში საუკეთესო საქმეებს მიეკუთვნება, მათი დიდი ღირსებისა და ადამიანების მუდმივი საჭიროების გამო.
  3. ამ ორი თვისებით (სალამი და საჭმლის მიწოდება) სიტყვითა და ქმედებით კეთილშობილება ერთიანდება, რაც სრულყოფილი სიკეთეა.
  4. ეს თვისებები შეეხება მუსლიმთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, მაგრამ არსებობს თვისებები, რომლებიც ეხება ადამიანის ურთიერთობას თავის ღმერთთან.
  5. მისალმების დაწყება კონკრეტულად მუსლიმებს შორისაა და არ შეიძლება ურწმუნოზე მისალმება დაიწყოს პირველმა მორწმუნემ.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية