1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ:
قَالَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «إِنَّ اللَّهَ قَالَ: مَنْ عَادَى لِي وَلِيًّا فَقَدْ آذَنْتُهُ بِالحَرْبِ، وَمَا تَقَرَّبَ إِلَيَّ عَبْدِي بِشَيْءٍ أَحَبَّ إِلَيَّ مِمَّا افْتَرَضْتُ عَلَيْهِ، وَمَا يَزَالُ عَبْدِي يَتَقَرَّبُ إِلَيَّ بِالنَّوَافِلِ حَتَّى أُحِبَّهُ، فَإِذَا أَحْبَبْتُهُ: كُنْتُ سَمْعَهُ الَّذِي يَسْمَعُ بِهِ، وَبَصَرَهُ الَّذِي يُبْصِرُ بِهِ، وَيَدَهُ الَّتِي يَبْطِشُ بِهَا، وَرِجْلَهُ الَّتِي يَمْشِي بِهَا، وَإِنْ سَأَلَنِي لَأُعْطِيَنَّهُ، وَلَئِنِ اسْتَعَاذَنِي لَأُعِيذَنَّهُ، وَمَا تَرَدَّدْتُ عَنْ شَيْءٍ أَنَا فَاعِلُهُ تَرَدُّدِي عَنْ نَفْسِ المُؤْمِنِ، يَكْرَهُ المَوْتَ وَأَنَا أَكْرَهُ مَسَاءَتَهُ».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) თქვა, რომ ალლაჰმა თქვა: «ვისაც ჩემი ახლობელი მონის წინააღმდეგ მტრობა ექნება, მე მას ომს გამოვუცხადებ. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ისაა, რასაც ჩემი მონა ასრულებს ჩემი სიახლოვის მოსაპოვებლად, და რაც მე მასზე სავალდებულოდ დავაწესე. მაგრამ ჩემი მონა აგრძელებს ჩემი სიახლოვის ძიებას სავალდებულო ქმედებებზე დამატებითი თაყვანისცემით (ნაფილის შესრულებით), სანამ არ შევიყვარებ მას. როცა შევიყვარებ, გავხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს; მისი მზერა, რომლითაც ის ხედავს; მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ რამეს მთხოვს, აუცილებლად მივცემ მას. თუ ჩემგან დაცვის ძიებას დაიწყებს, აუცილებლად დავიცავ. არაფერში არ ვყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნე მონის სულის გამოყოფაში, რადგან მას სიკვდილი არ სურს, მე კი არ მსურს, რომ მას ტანჯვა მივაყენო».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6502

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადის ყუდსიში გვამცნო, რომ ალლაჰმა თქვა: ვინც აწყენინებს ჩემს რომელიმე დაახლოებულს (ავლია) გაანაწყენებს ან სიძულვილს გამოიჩენს მის მიმართ, მე მას ვაუწყებ და ვუცხადებ მტრობას.
ალლაჰის დაახლოებული არის (ალ-ვალიუ) ღვთისმოსავი მორწმუნე, და ადამიანის ღვთის სიახლოვის წილი მისი რწმენისა და ღვთისმოსაობის ხარისხზეა დამოკიდებული. ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელია ის, რითაც მუსლიმი ცდილობს მასთან დაახლოებას: მისი მხრიდან იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ალლაჰმა მას დააკისრა — მათ შორის სავალდებულო მოქმედებების შესრულება და აკრძალულიდან თავის არიდება. მუსლიმი განაგრძობს ალლაჰთან დაახლოებას ნაფილებით (დამატებითი მსახურებით), სანამ ალლაჰის სიყვარულს არ მოიპოვებს. როცა ალლაჰი შეიყვარებს თავის მონას, ის ამ მონას მართავს და ასწორებს მისი სხეულის ოთხი ნაწილის მეშვეობით:
ალლაჰი მართავს მას მის სმენაში ისე, რომ ის აღარ ისმენს არაფერს, გარდა იმისა რითაც ალლაჰია კმაყოფილი.
ალლაჰი მართავს მას მის ხედვაში, ისე რომ ის აღარ უყურებს არაფერს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს უყვარს და კმაყოფილია.
ალლაჰი მართავს მას მის ხელში, ისე რომ ის თავისი ხელით აღარ აკეთებს არაფერს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს აკმაყოფილებს.
ალლაჰი მართავს მას მის ფეხში, ისე რომ ის არ დადის სხვა რამეზე, გარდა იმისა, რაც ალლაჰს აკმაყოფილებს, და არ ისწრაფვის არაფრისკენ, გარდა იმისა, რაც სიკეთეს მოუტანს.
ამასთან, თუ ის ალლაჰს რაიმეს სთხოვს, ალლაჰი აძლევს იმას, რასაც ის ითხოვს, და მისი ვედრება მიღებული იქნება. ხოლო თუ ის ალლაჰს თავის დაცვისთვის შეაფარებს და დახმარებას ითხოვს, დიდებული ალლაჰი, მას დაიცავს და დაიფარავს იმისგან, რისიც მას ეშინია.
შემდეგ უზენაესმა ალლაჰმა თქვა: არაფერში დავყოყმანობ ისე, როგორც მორწმუნის სულის აღებაში, რადგან ეს მისდამი მოწყალების გამოხატულებაა. მორწმუნეს სიკვდილი არ უყვარს, რადგან მასში ტკივილია, ხოლო ალლაჰს არ მოსწონს ის, რაც მორწმუნეს ტკივილს აყენებს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი იმ ჰადისთაგანია, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი უფლისგან გადმოსცემს და მას ჰადის ყუდსი ან ღვთიური ჰადისი ეწოდება. მისი სიტყვებიც და მნიშვნელობაც ალლაჰისგანაა, თუმცა მას არ გააჩნია ის თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა ტექსტებისგან, მაგალითად, მისით თაყვანისცემა, მისი კითხვა სისუფთავის მდგომარეობაში, გამოწვევა ან შეუდარებელი მახასიათებლები, და სხვა ამგვარი თვისებები.
  2. ალლაჰის დაახლოებულების გაწყენინების აკრძალვა და მათი სიყვარულის წახალისება, ასევე მათი ღირსების აღიარება.
  3. ალლაჰის მტრებისადმი მტრობის ბრძანება და მათთან მეგობრობის აკრძალვა.
  4. ვინც ალლაჰის სიახლოვეს აცხადებს, მაგრამ არ მისდევს მის შარიათს, ის თავის პრეტენზიაში მატყუარაა.
  5. ალლაჰთან დაახლოების მიღწევა სავალდებულო ქმედებების შესრულებით და აკრძალული საქმეების თავიდან არიდებით.
  6. ალლაჰის სიყვარულის მოპოვებისა და მისი ვედრების მიღების მიზეზი არის სავალდებულო ქმედებების შესრულება, აკრძალვებისგან თავის არიდება და დამატებითი თაყვანისცემის (ნაფილის) შესრულება.
  7. ალლაჰთან დაახლოებულების პატივის, ღირსებისა და მათი მაღალი სტატუსის მნიშვნელობაზე მინიშნება.

თარგმნების ჩვენება

63 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو