1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ

عَنْ أَبِي هُرَيْرَة رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ قَالَ: قَالَ رَسُول اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إنَّ اللَّهَ تَعَالَى قَالَ: مَنْ عَادَى لِي وَلِيًّا فَقْد آذَنْتُهُ بِالحَرْبِ، وَمَا تَقَرَّبَ إلَيَّ عَبْدِي بِشَيْءٍ أَحَبَّ إلَيَّ مِمَّا افْتَرَضْتُ عَلَيْهِ، وما يَزَالُ عَبْدِي يَتَقَرَّبُ إلَيَّ بِالنَّوَافِلِ حَتَّى أُحِبَّهُ، فَإِذَا أَحْبَبْتُهُ كُنْتُ سَمْعَهُ الَّذِي يَسْمَعُ بِهِ، وَبَصَرَهُ الَّذِي يُبْصِرُ بِهِ، وَيَدَهُ الَّتِي يَبْطِشُ بِهَا، وَرِجْلَهُ الَّتِي يَمْشِي بِهَا، وَإِنْ سَأَلَنِي لَأُعْطِيَنَّهُ، وَلَئِنْ اسْتَعَاذَنِي لَأُعِيذَنَّهُ».

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, უზენაესმა ალლაჰმა თქვა: ვინც იმასთან მტრობს, ვინც ჩემთან ახლოსაა, მას ომს გამოვუცხადებ! ყველა იმ ქმედებიდან, რითაც ჩემი მონა ცდილობს დაახლოებას ჩემთან, ჩემთვის ყველაზე საყვარელი არის ის, რაც მე დავავალე მას სავალდებულოდ. და ჩემი მონა განაგრძობს ჩემთან დაახლოებას დამატებითი (ნებაყოფლობითი) საქმეებით, სანამ არ შევიყვარებ მას. როდესაც შევიყვარებ მას, მე ვხდები მისი სმენა, რომლითაც ის ისმენს, მისი მხედველობა, რომლითაც ის ხედავს, მისი ხელი, რომლითაც ის იღებს, და მისი ფეხი, რომლითაც ის დადის. თუ ის მთხოვს რაიმეს აუცილებლად მივცემ მას, და თუ თავშესაფარს სთხოვს ჩემგან, აუცილებლად დავიცავ მას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ الأربعون النووية - 38

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰადის ყუდსიში გვამცნო, რომ ალლაჰმა, ყოვლისშემძლემ და უზენაესმა, თქვა: ვინც ზიანს მიაყენებს ჩემთან დაახლოებულს, განარისხებს ან შეიძულებს მას, მას მე ვამცნე და გამოვუცხადე მტრობა. ვალი: არის მორწმუნე ღვთისმოშიში და რამდენადაც მონას აქვს რწმენა და ღვთისმოშიშება, იმდენად ექნება მას წილი ალლაჰის მფარველობაში. და ვერაფრით უახლოვდება მუსლიმი თავის უფალს ისე, რაც საყვარელია მისთვის, როგორც იმით, რაც ალლაჰმა მას ვალდებულებად დააკისრა სავალდებულო საქმეების შესრულებითა და აკრძალულთა მიტოვებით. და მუსლიმი განაგრძობს უფალთან დაახლოვებას ნებაყოფლობით საქმეებთან ერთად სავალდებულოს შესრულებით, სანამ არ მიიღებს ალლაჰის სიყვარულს. როცა ალლაჰი შეიყვარებს მას, ალლაჰი იქნება მისი მიმმართველი ამ ოთხი ორგანოთი: ალლაჰი მართავს მას მის სმენაში ისე, რომ ის აღარ ისმენს არაფერს, გარდა იმისა, რითაც ალლაჰია კმაყოფილი. ალლაჰი მართავს მას მის ხედვაში, ისე რომ ის აღარ უყურებს არაფერს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს უყვარს და კმაყოფილია. ალლაჰი მართავს მას მის ხელში, ისე რომ ის თავისი ხელით აღარ აკეთებს არაფერს, გარდა იმისა, რაც ალლაჰს აკმაყოფილებს. ალლაჰი მართავს მას მის ფეხში, ისე რომ ის არ დადის სხვა რამეზე, გარდა იმისა, რაც ალლაჰს აკმაყოფილებს, და არ ისწრაფვის არაფრისკენ, გარდა იმისა, რაც სიკეთეს მოუტანს. ამასთან, თუ ის ალლაჰს რაიმეს სთხოვს, ალლაჰი აძლევს იმას, რასაც ის ითხოვს, და მისი ვედრება მიღებული იქნება. ხოლო თუ ის ალლაჰს თავის დაცვისთვის შეეფარება და დახმარებას ითხოვს, დიდებული ალლაჰი მას დაიცავს და დაიფარავს იმისგან, რისიც მას ეშინია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ეს ჰადისი იმ ჰადისთაგანია, რომელსაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი უფლისგან გადმოსცემს და მას ჰადის ყუდსი ან ღვთიური ჰადისი ეწოდება. მისი სიტყვებიც და მნიშვნელობაც ალლაჰისგანაა, თუმცა მას არ გააჩნია ის თვისებები, რაც ყურანს გამოარჩევს სხვა ტექსტებისგან, მაგალითად, მისით თაყვანისცემა, მისი კითხვა სისუფთავის მდგომარეობაში, გამოწვევა ან შეუდარებელი მახასიათებლები, და სხვა ამგვარი თვისებები.
  2. ალლაჰის დაახლოებულების გაწყენინების აკრძალვა და მათი სიყვარულის წახალისება, ასევე მათი ღირსების აღიარება.
  3. ალლაჰის მტრებისადმი მტრობის ბრძანება და მათთან მეგობრობის აკრძალვა.
  4. ვინც ალლაჰის სიახლოვეს აცხადებს, მაგრამ არ მისდევს მის შარიათს, ის თავის პრეტენზიაში მატყუარაა.
  5. ალლაჰთან დაახლოების მიღწევა სავალდებულო ქმედებების შესრულებით და აკრძალული საქმეების თავიდან არიდებით.
  6. ალლაჰის სიყვარულის მოპოვებისა და მისი ვედრების მიღების მიზეზი არის სავალდებულო ქმედებების შესრულება, აკრძალვებისგან თავის არიდება და დამატებითი თაყვანისცემის (ნაფილის) შესრულება.
  7. ალლაჰთან დაახლოებულების პატივის, ღირსებისა და მათი მაღალი სტატუსის მნიშვნელობაზე მინიშნება.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو