1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაწერა (დაადგინა) კეთილი და ბოროტი საქმეები, შემდეგ კი განმარტა ის

عَنْ ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا عَنْ رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِيمَا يَرْوِي عَنْ رَبِّهِ تَبَارَكَ وَتَعَالَى، قَالَ:
«إنَّ اللهَ كَتَبَ الحَسَنَاتِ وَالسَّيِّئَاتِ، ثُمَّ بَيَّنَ ذَلِكَ، فَمَنْ هَمَّ بِحَسَنَةٍ فَلَمْ يَعْمَلْهَا؛ كَتَبَهَا اللهُ عِنْدَهُ حَسَنَةً كَامِلَةً، وَإِنْ هَمَّ بِهَا فَعَمِلَهَا؛ كَتَبَهَا اللهُ عِنْدَهُ عَشْرَ حَسَنَاتٍ إلَى سَبْعِمِائَةِ ضِعْفٍ إلَى أَضْعَافٍ كَثِيرَةٍ، وَإِنْ هَمَّ بِسَيِّئَةٍ فَلَمْ يَعْمَلْهَا؛ كَتَبَهَا اللهُ عِنْدَهُ حَسَنَةً كَامِلَةً، وَإِنْ هَمَّ بِهَا فَعَمِلَهَا؛ كَتَبَهَا اللهُ سَيِّئَةً وَاحِدَةً».

იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მათით) გადმოცემულია, რომ ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), თავისი უფლისგან დალოცვილი და უზენაესისგან, რომ მან თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დაწერა (დაადგინა) კეთილი და ბოროტი საქმეები, შემდეგ კი განმარტა ის: ვინც კი განიზრახავს კეთილი საქმის შესრულებას, მაგრამ არ გააკეთებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის სრულყოფილ კეთილ საქმედ. ხოლო თუ განიზრახავს და შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის ათ კეთილ საქმეს შვიდასამდე და მრავალგზით მეტჯერ. და ვინც კი მოინდომებს ბოროტ საქმეს, მაგრამ არ შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მისთვის სრულყოფილ კეთილ საქმედ. ხოლო თუ განიზრახავს და შეასრულებს მას, ალლაჰი ჩაწერს მას ერთ ბოროტ საქმედ».

სანდო (საჰიჰ) رواه البخاري ومسلم في صحيحيهما بهذه الحروف الأربعون النووية - 37

განმარტება

მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ალლაჰმა წინასწარ განსაზღვრა კარგი და ცუდი ქმედებები, შემდეგ კი მან გააცნო ეს ორ ანგელოზს და ასწავლა, როგორ უნდა ჩაეწერათ ეს ქმედებები.
ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს კეთილი საქმის გაკეთებას, მას ჩაეწერება ჯილდო ერთი კეთილი საქმისთვის, თუნდაც ის არ შეასრულოს. ხოლო თუ შეასრულებს, მისი ჯილდო გაიზრდება ათიდან შვიდასამდე, ან კიდევ უფრო მეტად. ჯილდოს გაზრდა დამოკიდებულია გულწრფელობაზე შესრულებული კეთილი საქმის მიმართ, რამდენად დიდია მის მიერ შესრულებული საქმის სარგებელი და სხვა ფაქტორების მიხედვით.
ვისაც სურს, აპირებს და გადაწყვეტს ბოროტი საქმის გაკეთებას, მაგრამ შემდეგ ალლაჰის გულისთვის უარს იტყვის მის შესრულებაზე, მას ჩაეწერება ეს როგორც ერთი კარგი საქმე. თუ ის უბრალოდ სხვა რამეზე გადაიტანს ფიქრს და შეწყვეტს საქმის დაწყების მიზეზებს, მას არაფერი ჩაეწერება. ხოლო თუ ბოროტი საქმის შესრულებას შეწყვეტს უუნარობის გამო, მას ჩაეწერება მისი განზრახვის მიხედვით. თუ ის მაინც შეასრულებს ბოროტ საქმეს, მას ჩაეწერება ერთი ბოროტი საქმე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ჰადისი განმარტავს ალლაჰის უდიდეს მოწყალებას ამ უმმათის (მუსლიმთა საზოგადოების) მიმართ. ეს მოწყალება იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი საქმეები ალლაჰის წინაშე მრავლდება და მათზე მრავალი ჯილდო ჩაიწერება, მაშინ როცა ცუდი საქმეები არ მრავლდება და ჩაიწერება მხოლოდ ერთი ცუდი საქმე.
  2. განზრახვის მნიშვნელობა და მისი გავლენა საქმეების შესრულებისას.
  3. უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის გულუხვობა, სიკეთე და მოწყალება. თუ ვინმე განიზრახავს კეთილი საქმის შესრულებას, მაგრამ ვერ მოახერხებს მის შესრულებას, ალლაჰი მაინც ჩაუთვლის მას ამ საქმეს, როგორც ერთ სრულყოფილ კეთილ საქმეს.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو