1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად

عَنْ مُعَاذٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ، قَالَ:
كُنْتُ رِدْفَ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى حِمَارٍ يُقَالُ لَهُ عُفَيْرٌ، فَقَالَ: «يَا مُعَاذُ، هَلْ تَدْرِي حَقَّ اللَّهِ عَلَى عِبَادِهِ، وَمَا حَقُّ العِبَادِ عَلَى اللَّهِ؟»، قُلْتُ: اللَّهُ وَرَسُولُهُ أَعْلَمُ، قَالَ: «فَإِنَّ حَقَّ اللَّهِ عَلَى العِبَادِ أَنْ يَعْبُدُوهُ وَلا يُشْرِكُوا بِهِ شَيْئًا، وَحَقَّ العِبَادِ عَلَى اللَّهِ أَنْ لا يُعَذِّبَ مَنْ لا يُشْرِكُ بِهِ شَيْئًا»، فَقُلْتُ: يَا رَسُولَ اللَّهِ أَفَلاَ أُبَشِّرُ بِهِ النَّاسَ؟ قَالَ: «لا تُبَشِّرْهُمْ، فَيَتَّكِلُوا».

მუაზისაგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
"მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან ვირზე, სახელად უფეირი, და მან მითხრა: «ჰეი, მუაზ იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ და რა არის მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ?» მე ვუპასუხე „ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან, თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ, ხოლო მსახურების უფლება ალლაჰის მიმართ არის ის, რომ ალლაჰი არ დასჯის მას, ვინც მას არაფერს უდგენს თანაზიარად». მუაზმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) უთხრა: «ო ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო მისით ხალხს? მან უპასუხა: «არ უთხრა მათ, რადგან შეიძლება მხოლოდ ამას დაეყრდნონ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 2856

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, თუ რა არის ალლაჰის უფლება მსახურებზე და რა არის მსახურთა უფლება ალლაჰის წინაშე. ალლაჰის უფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მხოლოდ მას ერთს უნდა ემსახურონ და არ შეუქმნან მას თანაზიარი. მსახურის უფლება ალლაჰის მიმართ ის არის, რომ არ დასჯის ერთღმერთიანებს, რომლებიც არ უქმნიან მას თანაზიარად არავის. ამის შემდეგ მუ'აზმა უთხრა: ო, ალლაჰის მოციქულო, ნუთუ არ ვუმახარობლო ხალხს, რომ გაიხარონ და იბედნიერონ ამ უდიდესი სიკეთით? მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამისგან თავშეკავება უბრძანა, იმის შიშით, რომ ხალხი მხოლოდ მასზე დაეყრდნობოდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის უფლება, რომელიც მან თავის მსახურებს დააკისრა ის არის, რომ ეთაყვანონ მას და არ დაუდგინონ არავინ მას თანაზიარად.
  2. მსახურთა უფლება უზენაესი ალლაჰის წინაშე, რომელიც ალლაჰმა თავის თავზე მისგან სიკეთითა და წყალობით იკისრა არის ის, რომ შეიყვანს მათ სამოთხეში და არ დასჯის.
  3. ამაში მოცემულია უდიდესი სასიხარულო ცნობები ერთღმერთიანთათვის, რომლებიც ალლაჰის ერთიანობას აღიარებენ და არ უთანაზიარებენ მას არავის, რომ მათი საბოლოო დანიშნულება სამოთხეში შესვლაა.
  4. მუ'აზმა ეს ჰადისი სიკვდილის წინ მოუყვა ხალხს. იმის შიშით, რომ ცოდნის დამალვისთვის ცოდვაში არ ჩავარდნილიყო.
  5. გაფრთხილება, რომ ზოგიერთი ჰადისი ზოგიერთ ადამიანებში არ გავრცელდეს, იმის შიშით, რომ მათ შეიძლება ვერ გაიგონ მისი შინაარსი. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საკითხებს, რომლებიც არ უკავშირდება უშუალო მოქმედებას ან შარიათის კანონების საზღვრებიდან რომელიმე საზღვრის დარღვევას.
  6. ცოდვილი ერთღმერთიანები არიან ალლაჰის ნება-სურვილის ქვეშ: თუ ინებებს დასჯის მათ, ხოლო თუ ინებებს აპატიებს, შემდეგ მათი ბედი არის სამოთხეში.

თარგმნების ჩვენება

69 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
EL Ελληνικά اليونانية
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
LN Lingala اللينجالا
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو