1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ

عَنْ ‌أَبِي حُمَيْدٍ أَوْ عَنْ ‌أَبِي أُسَيْدٍ قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِذَا دَخَلَ أَحَدُكُمُ الْمَسْجِدَ فَلْيَقُلِ: اللَّهُمَّ افْتَحْ لِي أَبْوَابَ رَحْمَتِكَ، وَإِذَا خَرَجَ فَلْيَقُلِ: اللَّهُمَّ إِنِّي أَسْأَلُكَ مِنْ فَضْلِكَ».

აბუ ჰუმაიდ ან აბუ უსაიდის გადმოცემით (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი), მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 713

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის ხალხს მიუთითა იმაზე, თუ რა სიტყვები უნდა თქვან მეჩეთში შესვლის დროს: (ო, ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები). ესაა ღმერთზე მიმართვა, რომ მან გაუღოს თავისი წყალობის გზები. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას უნდა თქვას: (ო, ალლაჰ, გთხოვ შენს სიკეთეს). ამით ადამიანი ალლაჰს სთხოვს მის წყალობასა და დიდ მოწყალებას, რომ მისცეს ჰალალი საარსებო საშუალებები მისი სიკეთითა და უხვი წყალობით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მეჩეთში შესვლისა და გამოსვლის დროს აღნიშნული ვედრების წარმოთქმა სასურველია.
  2. მოწყალების ხსენება მეჩეთში შესვლისას და მადლის ხსენება გამოსვლისას დაკავშირებულია იმასთან, რომ მეჩეთში შესვლისას ადამიანი იწყებს ქმედებებს, რომლებიც მას ალლაჰსა და მისი სამოთხისკენ აახლოებს, ამიტომ ამ დროს მოწყალების ხსენება შესაფერისია. ხოლო მეჩეთიდან გამოსვლისას, როდესაც ადამიანი დედამიწაზე გადაადგილდება და ალლაჰისგან საარსებო საშუალებებს ეძებს, ამ შემთხვევაში მადლის ხსენება უფრო შესაბამისია.
  3. ეს ზიქრები ითქმება მაშინ, როდესაც ადამიანი მეჩეთში შესვლას და მისგან გამოსვლას აპირებს.

თარგმნების ჩვენება

60 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية