1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს

عن أَبي هُرَيْرَةَ رضي الله عنه:
أنه كَانَ يُكَبِّرُ فِي كُلِّ صَلَاةٍ مِنَ الْمَكْتُوبَةِ وَغَيْرِهَا، فِي رَمَضَانَ وَغَيْرِهِ، فَيُكَبِّرُ حِينَ يَقُومُ، ثُمَّ يُكَبِّرُ حِينَ يَرْكَعُ، ثُمَّ يَقُولُ: سَمِعَ اللهُ لِمَنْ حَمِدَهُ، ثُمَّ يَقُولُ: رَبَّنَا وَلَكَ الْحَمْدُ، قَبْلَ أَنْ يَسْجُدَ، ثُمَّ يَقُولُ: اللهُ أَكْبَرُ حِينَ يَهْوِي سَاجِدًا، ثُمَّ يُكَبِّرُ حِينَ يَرْفَعُ رَأْسَهُ مِنَ السُّجُودِ، ثُمَّ يُكَبِّرُ حِينَ يَسْجُدُ، ثُمَّ يُكَبِّرُ حِينَ يَرْفَعُ رَأْسَهُ مِنَ السُّجُودِ، ثُمَّ يُكَبِّرُ حِينَ يَقُومُ مِنَ الْجُلُوسِ فِي الِاثْنَتَيْنِ، وَيَفْعَلُ ذَلِكَ فِي كُلِّ رَكْعَةٍ، حَتَّى يَفْرُغَ مِنَ الصَّلَاةِ، ثُمَّ يَقُولُ حِينَ يَنْصَرِفُ: وَالَّذِي نَفْسِي بِيَدِهِ، إِنِّي لَأَقْرَبُكُمْ شَبَهًا بِصَلَاةِ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، إِنْ كَانَتْ هَذِهِ لَصَلَاتَهُ حَتَّى فَارَقَ الدُّنْيَا.

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
"რომ ის ყოველთვის ამბობდა "ალლაჰუ აქბარ"-ს ყოველ ნამაზში, როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობით ლოცვებში, როგორც რამადანში, ისე მის მიღმა. ის ამბობდა თაქბირს როცა დგებოდა, შემდეგ ისევ თაქბირს როცა მოიხრებოდა წელში. შემდეგ ამბობდა: "სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ", ხოლო ამის შემდეგ "ალლაჰუმმა რაბბანაა ლაქალ ჰამდ", შემდეგ ის ამბობდა: ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს როცა მეორედ სუჯუდიდან თავს ასწევდა. როცა მეორე რაქ'ათიდან ჯდომის მდგომარეობიდან დგებოდა, კვლავ ამბობდა ალლაჰუ აქბარ. ის ამას იმეორებდა თითოეულ რაქ'ათში, სანამ ნამაზს არ დაასრულებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ ის ამბობდა: «ვფიცავ იმას, ვისი ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 803

განმარტება

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს მოციქული მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვის აღწერილობის ნაწილს და ამბობს, რომ ის (მოციქული) როცა დგებოდა ნამაზზე, ამბობდა თაქბირათულ იჰრაამს (ალლაჰუ აქბარ) ლოცვის დასაწყისში, შემდეგ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა წელში მოიხრებოდა, შემდეგ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა სუჯუდიდან თავს ასწევდა, შემდეგ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა მეორე სუჯუდში ჩადიოდა, ისევ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა მეორე სუჯუდიდან თავს ასწევდა, და ისევ ალლაჰუ აქბარ-ს, როცა პირველი ორი რაქ'ათის შემდეგ პირველ თაშაჰუდზე ჯდომიდან დგებოდა სამრაქ'ათიან ან ოთხრაქ'ათიან ნამაზში. ის ამას იმეორებდა ლოცვის ბოლომდე. წელში მოხრიდან ზურგში გაშლასთან ერთად კი ამბობდა: სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ, ხოლო წელში გამართულ მდგომარეობაში: რაბბანაა ლაქალ ჰამდ.
ამის შემდეგ, როცა აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ნამაზს დაასრულებდა, ამბობდა: ვფიცავ იმას, ვის ხელშიცაა ჩემი სული, მე ყველაზე ზუსტად ვიმეორებ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ლოცვას, რადგან ეს იყო მისი ლოცვა მანამ, სანამ ის არ დატოვებდა ამ სამყაროს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თაქბირის (ალლაჰუ აქბარ) წარმოთქმა ხდება ყოველი დახრისა და გასწორების დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადამიანი დგება რუქუ'იდან (წელში მოხრა). ამ დროს წარმოითქმის შემდეგი სიტყვები: სამი'ა ლლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ.
  2. საჰაბები დიდი გულმოდგინებით ცდილობდნენ, მიებაძათ მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქცევებისთვის და შეენარჩუნებინათ მისი სუნნა.

თარგმნების ჩვენება

61 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية