1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ო, ხალხო! ჭეშმარიტად, მე ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მიბაძოთ ჩემს ქმედებას და ისწავლოთ ჩემი ლოცვა

عن أَبِي حَازِمِ بْن دِينَارٍ:
أَنَّ رِجَالًا أَتَوْا سَهْلَ بْنَ سَعْدٍ السَّاعِدِيَّ، وَقَدِ امْتَرَوْا فِي الْمِنْبَرِ مِمَّ عُودُهُ، فَسَأَلُوهُ عَنْ ذَلِكَ، فَقَالَ: وَاللهِ إِنِّي لَأَعْرِفُ مِمَّا هُوَ، وَلَقَدْ رَأَيْتُهُ أَوَّلَ يَوْمٍ وُضِعَ، وَأَوَّلَ يَوْمٍ جَلَسَ عَلَيْهِ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، أَرْسَلَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إِلَى فُلَانَةَ -امْرَأَةٍ من الأنصار قَدْ سَمَّاهَا سَهْلٌ-: «مُرِي غُلَامَكِ النَّجَّارَ أَنْ يَعْمَلَ لِي أَعْوَادًا أَجْلِسُ عَلَيْهِنَّ إِذَا كَلَّمْتُ النَّاسَ»، فَأَمَرَتْهُ فَعَمِلَهَا مِنْ طَرْفَاءِ الْغَابَةِ، ثُمَّ جَاءَ بِهَا، فَأَرْسَلَتْ إِلَى رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَأَمَرَ بِهَا فَوُضِعَتْ هَاهُنَا، ثُمَّ رَأَيْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ صَلَّى عَلَيْهَا وَكَبَّرَ وَهُوَ عَلَيْهَا، ثُمَّ رَكَعَ وَهُوَ عَلَيْهَا، ثُمَّ نَزَلَ الْقَهْقَرَى، فَسَجَدَ فِي أَصْلِ الْمِنْبَرِ ثُمَّ عَادَ، فَلَمَّا فَرَغَ أَقْبَلَ عَلَى النَّاسِ فَقَالَ: «أَيُّهَا النَّاسُ، إِنَّمَا صَنَعْتُ هَذَا لِتَأْتَمُّوا وَلِتَعَلَّمُوا صَلَاتِي».

აბუ ჰააზიმ იბნ დიინაარი გადმოსცემს:
რომ ვინმენი მივიდნენ საჰლ იბნ სა'დ ას-საა'იდისთან მას შემდეგ, რაც დაობდნენ იმაზე, რომელი ხისგან იყო დამზადებული მინბარი. მათ ჰკითხეს ამის შესახებ, და მან თქვა: "ვალლაჰი, ნამდვილად ვიცი, რისგანაა ის დამზადებული, რადგან თავად ვიხილე იგი იმ დღეს, როდესაც ის დააყენეს და როდესაც მასზე დაჯდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ადამიანი ერთ ქალთან, რომლის სახელიც საჰლმა დაასახელა, და გადასცა: «უთხარი შენს ხის ოსტატ-მონას, რომ გააკეთოს ჩემთვის ხისგან ბაქანი, რომელზეც დავჯდები, როდესაც ხალხს მივმართავ». მან უბრძანა თავის მონას, რომელმაც მინბარი დაამზადა ალ-ღაბას რეგიონიდან ჩამოტანილი ტამარიქსის ხისგან და მიიტანა მასთან. შემდეგ ქალმა ის გადასცა მოციქულს, რომლის ბრძანებითაც მინბარი იქვე დააყენეს. მე ვიხილე, როგორ აღასრულა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ მინბარზე ლოცვა: მან წარმოთქვა თაქბირი, შეასრულა რუქუ'ი, შემდეგ ჩამოვიდა უკანსვლით მინბარის წინ და შეასრულა სეჯდა. შემდეგ ისევ ავიდა მინბარზე. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხალხს მიუბრუნდა და უთხრა: «ო, ხალხო! ჭეშმარიტად, მე ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მიბაძოთ ჩემს ქმედებას და ისწავლოთ ჩემი ლოცვა»

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 917

განმარტება

რამდენიმე კაცი მივიდა ერთ საჰაბასთან და ჰკითხა მას მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის შესახებ, თუ რისგან იყო ის დამზადებული? მათ შორის ამ საკითხზე კამათი და უთანხმოება მოხდა. საჰაბამ მათ აუხსნა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ქალთან ანსარებიდან, რომელსაც ჰყავდა დურგალი. მოციქულმა უთხრა ქალს: "უთხარი შენს მსახურს, დამიმზადოს მინბარი, რომელზეც დავჯდები, როცა ხალხს ველაპარაკები". ქალმაც უბრძანა თავის მსახურს, რომ გაეკეთებინა მინბარი ტამარიქსის ხისგან. როდესაც მინბარი დამზადდა, ქალმა იგი მოციქულს გაუგზავნა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა, რომ მინბარი მეჩეთში მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაედგათ და დაიწყო ლოცვა მასზე. მან განადიდა ალლაჰი მინბარზე მდგომმა, შემდეგ წელში მოიხარა, შემდეგ ჩამოვიდა უკუსვლით ისე, რომ არ მიაბრუნა თავი და სეჯდა გააკეთა მინბარის ძირში. ამის შემდეგ დაბრუნდა მინბარზე და დაასრულა ლოცვა. როცა ლოცვა დაასრულა, ხალხს მიმართა: "ო, ხალხნო! ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემგან მაგალითი აიღოთ და ისწავლოთ ჩემი ლოცვის წესი".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მინბარის გამოყენება და იმამის მასზე ასვლა სასურველია, რადგან ეს ხელს უწყობს ქადაგების უკეთ მიწოდებას მსმენელებისთვის.
  2. დაშვებულია მინბარზე ლოცვა სასწავლებლად, ასევე დაშვებულია იმამის უფრო მაღალ ადგილას ყოფნა მლოცველებთან შედარებით, საჭიროების შემთხვევაში.
  3. დაშვებულია ხელოსნებისა და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების დახმარების გამოყენება მუსლიმთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
  4. დაშვებულია მცირე მოძრაობები ლოცვის დროს საჭიროების შემთხვევაში.
  5. იმამს უკან მდგომი მლოცველისთვის დასაშვებია ლოცვის დროს იმამისკენ ყურება სწავლის მიზნით. ეს ქმედება არ ეწინააღმდეგება ლოცვაში თავმდაბლობის პრინციპს და არ არღვევს მის სრულყოფილებას.

თარგმნების ჩვენება

62 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
YAO Yao الياو
KMR Kurmancî الكرمنجية