1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضيَ اللهُ عنهُ أَنَّ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَوْ يَعْلَمُ النَّاسُ مَا فِي النِّدَاءِ وَالصَّفِّ الْأَوَّلِ ثُمَّ لَمْ يَجِدُوا إِلَّا أَنْ يَسْتَهِمُوا عَلَيْهِ لَاسْتَهَمُوا، وَلَوْ يَعْلَمُونَ مَا فِي التَّهْجِيرِ لَاسْتَبَقُوا إِلَيْهِ، وَلَوْ يَعْلَمُونَ مَا فِي الْعَتَمَةِ وَالصُّبْحِ لَأَتَوْهُمَا وَلَوْ حَبْوًا».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუ ხალხს ეცოდინებოდა, რამდენი ჯილდო არის აზანში და პირველ რიგში დგომაში, და არ იპოვიდნენ სხვა საშუალებას, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, ისინი აუცილებლად წილს იყრიდნენ, თუ მათ ეცოდინებოდათ, რა სიკეთე არის ადრე წასვლაში კოლექტიურ ლოცვაზე, ისინი ერთმანეთს დაეჯიბრებოდნენ,თუ მათ ეცოდინებოდათ, რა სიკეთე არის ღამის და განთიადის ლოცვაში, ისინი ლოცვაზე მივიდოდნენ თუნდაც ხოხვით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 437

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ თუ ხალხს ეცოდინებოდა აზანის და წინა რიგებში დგომის ღირსება, სიკეთე და ბარაქა, და ისინი ვერ იპოვიდნენ სხვა საშუალებას მათი მიღებისთვის, გარდა იმისა, რომ წილი ეყარათ, აუცილებლად წილს იყრიდნენ, თუ მათ ეცოდინებოდათ, რა სიკეთე არის ლოცვაზე ადრე წასვლაში და მის დროზე შესრულებაში, ისინი ერთმანეთს გაეჯიბრებოდნენ, რათა პირველი ყოფილიყვნენ, თუ მათ ეცოდინებოდათ, რამდენი ჯილდო და მოწყალება არის ღამის და განთიადის ლოცვაში, მათთვის არანაირი სირთულე არ იქნებოდა მათ შესრულებაში, და მივიდოდნენ თუნდაც ხოხვით, როგორც ბავშვი ხოხავს თავისი პირველი ნაბიჯების სწავლებისას.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. აზანის ღირსების განმარტება.
  2. პირველ რიგში დგომისა და იმამის სიახლოვეს ყოფნის ღირსების განმარტება.
  3. განმარტება ლოცვაზე ადრე მისვლის ღირსების შესახებ, მის სასურველ დროში, რადგან ეს ქმედება მეტად ღირსეულია და მოაქვს დიდი სარგებელი, მათ შორის: ადამიანს შეუძლია დაიკავოს ადგილი მლოცველთა პირველ რიგში, დაესწროს ლოცვას მისი დასაწყისიდან, აღასრულოს ნაფილი (სუნნა) ლოცვა, რომელიც სრულდება ფარდ ნამაზამდე, წაიკითხოს ყურანი, მოიპოვოს ანგელოზების მიტევების თხოვნა მისთვის, გარდა ამისა, ის ითვლება ნამაზის შემსრულებლად მთელი ის დრო, სანამ ლოცვას ელოდება და ასე შემდეგ.
  4. დიდი მოწოდება ამ ორი ლოცვის (იშას და განთიადის) ჯამაათში დასწრებისკენ და მათში არსებული უზარმაზარი ღირსება, ისინი სულისთვის მძიმეა, რადგან არღვევს მისი ძილის დასაწყისსა და დასასრულს. სწორედ ამიტომ, ეს ორი ლოცვა ყველაზე მძიმეა თვალთმაქცებისთვის.
  5. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «ამ ჰადისში დადასტურებულია ნებადართულობა იმ უფლებებში, რომლებზეც ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან და კამათობენ».
  6. მეორე რიგი უკეთესია, ვიდრე მესამე; მესამე რიგი უკეთესია, ვიდრე მეოთხე – და ასე შემდეგ, თანმიმდევრულად.

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية