عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، قَالَ:
«مَنْ قَالَ: لاَ إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَحْدَهُ لاَ شَرِيكَ لَهُ، لَهُ المُلْكُ وَلَهُ الحَمْدُ، وَهُوَ عَلَى كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ، فِي يَوْمٍ مِائَةَ مَرَّةٍ، كَانَتْ لَهُ عَدْلَ عَشْرِ رِقَابٍ، وَكُتِبَتْ لَهُ مِائَةُ حَسَنَةٍ، وَمُحِيَتْ عَنْهُ مِائَةُ سَيِّئَةٍ، وَكَانَتْ لَهُ حِرْزًا مِنَ الشَّيْطَانِ يَوْمَهُ ذَلِكَ حَتَّى يُمْسِيَ، وَلَمْ يَأْتِ أَحَدٌ بِأَفْضَلَ مِمَّا جَاءَ بِهِ إِلَّا أَحَدٌ عَمِلَ أَكْثَرَ مِنْ ذَلِكَ».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც დღის განმავლობაში ასჯერ იტყვის: "არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა, ის ერთადერთია, მას არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება, და ის ყოვლისშემძლეა", ეს მისთვის იქნება ათი მონის განთავისუფლების ტოლფასი, მას ჩაეწერება ასი კეთილი საქმე. მისი ასი ცუდი საქმე წაიშლება, ის იმ დღეს დაცული იქნება ეშმაკისგან საღამომდე, და არავინ მოიტანს ამაზე უფრო კეთილ საქმეს, გარდა იმისა, ვინც ამაზე მეტჯერ იტყვის».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3293

განმარტება

გვამცნო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ვინც თქვა: (არ არსებობს ღმერთი) და არ არსებობს ნამდვილი თაყვანისცემის ღირსი (გარდა ალლაჰისა) ის არის ერთადერთი, მას არ ჰყავს თანამოზიარე თავის ღვთაებრიობაში (უფლობაში), მის სახელებსა და თვისებებში, მას ეკუთვნის მეუფება და მთელი არსებობის მართვა. და (მას ეკუთვნის მადლობა და ქება ყველა) იმ ქმნილებისა და განსაზღვრისთვის, რასაც ის ქმნის და განკარგავს, და ის ყოვლისშემძლეა ყოველივეზე, უზღუდველად და დაუპირისპირებლად, და რასაც არ მოისურვებს, ის არ მოხდება. ამ ზიქრის განმეორებით, დღეში ასჯერ, მორწმუნე მიიღებს შემდეგ ჯილდოს: მას ჩაეწერება იმდენი საზღაური, რამდენიც ათი მონის განთავისუფლებას ექნება. მას ჩაეწერება ასი კეთილი საქმე და ასი საფეხურით ამაღლდება სამოთხეში. მისი ასი ცუდი საქმე წაიშლება, ეს ზიქრი იქნება მისთვის დაცვა, დაცვა და სიმტკიცე ეშმაკის ბოროტებისგან იმ დღის განმავლობაში, სანამ მზე არ ჩავა, აღდგომის დღეს არავინ მოიტანს მასზე უკეთეს საქმეს, გარდა იმისა, ვინც ამაზე მეტჯერ იტყვის და ამით სიკეთეს გაზრდის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თავჰიდის სიტყვის უპირატესობა და მისი უდიდესი საზღაური.
  2. უზენაესი ალლაჰის უზარმაზარი წყალობა თავისი მონების მიმართ, რადგან მან მათთვის დაადგინა ადვილი ზიქრი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია და მასზე დიდი ჯილდო განაწესა.
  3. თუ ადამიანი ამ თაჰლილს დღეში ასჯერ იტყვის, მას მიეცემა ჰადისში ნახსენები საზღაური ასჯერ თქმაზე, ხოლო ზედმეტი რაოდენობისთვის დამატებით ჯილდოს მიიღებს. ეს არ არის ის განსაზღვრული ზღვარი, რომლის გადაჭარბება აკრძალულია ან რომლის გადამეტებას საზღაური არ აქვს ან მას ბათილად აქცევს.
  4. ან-ნავავი ამბობს: «ჰადისის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ თაჰილილის თქმა დღეში ასჯერ, იქნება ეს უწყვეტად (მიმდევრულად) თუ ცალკეულ ადგილებში გაყოფილად, ან ნაწილობრივ დილის დასაწყისში და ნაწილობრივ დღის ბოლოს, მაინც უზრუნველყოფს ამ ჰადისში აღნიშნულ საზღაურს, მაგრამ საუკეთესოა მისი უწყვეტად თქმა დილის დასაწყისში, რათა ის მთელი დღის განმავლობაში იყოს დაცვა მისთვის».

თარგმნების ჩვენება

30 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
SI සිංහල სენჰალური
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية