1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე

عَن أَبي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«مَنْ قَالَ: رَضِيتُ بِاللَّهِ رَبًّا، وَبِالْإِسْلَامِ دِينًا، وَبِمُحَمَّدٍ رَسُولًا، وَجَبَتْ لَهُ الْجَنَّةُ».

აბუ სა'იდ ალ-ხუდრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც ღმერთით, ისლამით, როგორც რელიგიით და მუჰამმადით, როგორც შუამავლით, მისთვის სავალდებულო გახდება სამოთხე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა სუნან აბი დაუდ - 1529

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ ვინც იტყვის: კმაყოფილი ვარ ალლაჰით, როგორც უფლით, ღმერთით, ვინც გვასაზრდოებს ყოველივეთი, მფლობელით, ბატონითა და გამომსწორებლით; – და ისლამით, მისი ყველა ბრძანებითა და აკრძალვით, როგორც სარწმუნოებით, რელიგიითა და კანონით, რწმენითა და მორჩილებით; და მოციქული მუჰამმადით, როგორც ალლაჰის მოციქულითა და წინასწარმეტყველით, ყველაფრით, რითაც ის წარმოიგზავნა და ჩვენამდე მოიტანა; – მაშინ, მას ჯოჯოხეთი არ შეეხება და სამოთხეში შესვლა აუცილებელი გახდება მისთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ამ ვედრების წაკითხვისკენ წახალისება და მისი საზღაური.
  2. "კმაყოფილება ალლაჰით როგორც უფლით" მოიაზრება, რომ ადამიანმა არ უნდა ეთაყვანოს არავის მის გარდა, წმინდაა ის.
  3. "მოციქული მუჰამმადით (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კმაყოფილება, როგორც წინასწარმეტყველით და მოციქულით" მოიაზრება მისადმი მორჩილება და მის სუნნეთზე მიყოლა.
  4. "კმაყოფილება ისლამით, როგორც სარწმუნოებით" ნიშნავს, რომ მორწმუნე კმაყოფილია იმით, რაც ალლაჰმა თავისი მონებისთვის აირჩია.
  5. სხვა გადმოცემების მიხედვით, აზანის მოსმენის დროს ორი მოწმობის წარმოთქმისას ამ ვედრების თქმა რეკომენდებულია.
  6. სხვა ჰადისში აღნიშნულია, რომ ამ ვედრების წარმოთქმა რეკომენდებულია დილით და საღამოს.

თარგმნების ჩვენება

40 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية