عَنْ عَبْدِ اللَّهِ بْنِ بُسْرٍ رَضِيَ اللَّهِ عَنْهُ قَالَ: أَتَى النَّبِيَّ رَجُلٌ، فَقَالَ: يَا رَسُولَ اللَّهِ! إِنَّ شَرَائِعَ الإِسْلَامِ قَدْ كَثُرَتْ عَلَيْنَا، فَبَابٌ نَتَمَسَّكُ بِهِ جَامِعٌ؟ قَالَ:
«لاَ يَزَالُ لِسَانُكَ رَطْبًا مِنْ ذِكْرِ اللَّهِ». وفي رواية: مِنْ حَدِيثِ مُعَاذِ بْنِ جَبَلٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ: آخِرُ مَا فَارَقْتُ عَلَيْهِ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ أَنْ قُلْتُ: أَيُّ الأَعْمَالِ خَيْرٌ وَأَقْرَبُ إِلَى اللَّهِ؟ قَالَ: «أَنْ تَمُوتَ وَلِسَانُكَ رَطْبٌ مِنْ ذِكْرِ اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ».

აბდულლაჰ იბნ ბუსრი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს: მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა კაცი და თქვა: ო, ალლაჰის მოციქულო! ნამდვილად, ისლამის წესები ჩვენთვის მრავლად გახდა. მიგვითითე კარგზე (საქმეზე), რასაც ჩავეჭიდებით, რომელიც ყველაფერს მოიცავს? მან თქვა:
«დაე, იყოს შენი ენა მუდამ სველი ალლაჰის ხსენებით». ხოლო სხვა გადმოცემაში: მუ‘აზ იბნ ჯაბალის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემით: ბოლო, რითაც მე განვშორდი ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), იყო ის, რომ ვკითხე: რომელი საქმეებია ყველაზე სიკეთიანი და ყველაზე ახლოს ალლაჰთან? მან თქვა: «ის, რომ შენ მოკვდე და შენი ენა სველი იყოს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰის ხსენებით».

სანდო (საჰიჰ) رواه أحمد والترمذي وابن ماجه وابن حبان الأربعون النووية - 50

განმარტება

ერთმა ადამიანმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), შესჩივლა, რომ დამატებითი თაყვანისცემის ფორმები მისთვის ძალიან მრავალრიცხოვანი და მძიმე შესასრულებელი გახდა მისი სისუსტის გამო. მან სთხოვა მოციქულს, ეჩვენებინა ისეთი მარტივი საქმე, რომელიც დიდ ჯილდოს მოიტანს და რომელსაც ის შეძლებს დაეყრდნოს და მუდმივად შეასრულოს.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ურჩია, რომ მისი ენა მუდმივად სველი და მოძრაობაში ყოფილიყო ალლაჰის უწყვეტი ხსენებით. ეს შეიძლება იყოს ალლაჰის შექება, მადლიერება, მიტევების თხოვნა, ვედრება და სხვა მსგავს ფორმებში ნებისმიერ დროსა და გარემოებაში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესი ალლაჰის უწყვეტი ხსენების ღირსება.
  2. ერთ-ერთი ალლაჰის დიდი წყალობათაგანი არის ის, რომ მან გაამარტივა გზები ჯილდოს მოპოვებისკენ.
  3. ადამიანებს შორის განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად მონაწილეობენ ისინი სხვადასხვა კეთილ საქმეებსა და სიკეთეში.
  4. ალლაჰის ხშირი ხსენება ენის საშუალებით, მათ შორის თასბიჰის („სუბჰანალლაჰ“ - ალლაჰის დიდების გამოხატვა), თაჰმიდის („ალჰამდულილლაჰ“ - ალლაჰის მადლიერების გამოხატვა), თაჰლილის („ლა ილაჰა ილლალლაჰ“ - ალლაჰის ერთობის დადასტურება) და თაქბირის („ალლაჰუ აქბარ“ - ალლაჰის უზენაესობის აღიარება) წარმოთქმა, ასევე გულში გულწრფელი განწყობის თანხლებით, შეიძლება ჩაანაცვლოს მრავალი დამატებითი თაყვანისცემის ფორმა.
  5. მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ყოველთვის ითვალისწინებდა იმ ადამიანთა საჭიროებებს, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ, და პასუხობდა თითოეულს მისი მდგომარეობისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

თარგმნების ჩვენება

56 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو