1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით

عَنْ عَبْدِ اللهِ بْنِ عُمَرَ رَضيَ اللهُ عنهُما قَالَ: مَرَرْنَا مَعَ رَسُولِ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ عَلَى الْحِجْرِ، فَقَالَ لَنَا رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«لَا تَدْخُلُوا مَسَاكِنَ الَّذِينَ ظَلَمُوا أَنْفُسَهُمْ، إِلَّا أَنْ تَكُونُوا بَاكِينَ؛ حَذَرًا أَنْ يُصِيبَكُمْ مِثْلُ مَا أَصَابَهُمْ» ثُمَّ زَجَرَ فَأَسْرَعَ حَتَّى خَلَّفَهَا.

აბდულლაჰ იბნ უმარმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვა: ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სამუდის ხალხის საცხოვრებლებთან ჩავიარეთ, და ჩვენ გვითხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით; ფრთხილად იყავით, ის არ დაგატყდეთ თავს, რაც მათ დაატყდათ», შემდეგ შემოსძახა და გააჭენა აქლემი, სანამ უკან არ მოიტოვა ის ადგილები.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 2980

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ჩაიარა სამუდის ხალხის საცხოვრებლებთან აკრძალა მათ საცხოვრებლებში შესვლა ან კიდევ მათ სიახლოვეს მისვლა, ვისაც დაადყდათ სასჯელი, რომლებმაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ, გარდა იმისა რომ იქ შემსვლელი ტიროდეს და მათ თავზე დამტყდარისგან იღებდეს მაგალითს; და ეშინოდეს იმის, რომ მასაც მსგავსი რამ არ დაატყდეს, როგორც იმათ დაატყდათ, შემდეგ შემოსძახა აქლემს და გააჭენა, სანამ არ გაეცალა და უკან არ მოიტოვა ის ადგილები.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იმათ მდგომარეობაზე დაფიქრება, ვინც გაანადგურა უზენაესმა ალლაჰმა, და გაფრთხილება იმ ქმედებებისგან, რასაც ისინი სჩადიოდნენ, და გაფრთხილება ალლაჰის სასწაულების მიმართ უგულისყურობისგან.
  2. იქ დასჯილი ადამიანების საცხოვრებლებში მათ შემდეგ არავის უცხოვრია, და ის არავის სამშობლო აღარ ყოფილა; რადგან იქ მუდმივად მაცხოვრებელი შეუძლებელია სულ მომტირალი იყოს, რადგან იმ საცხოვრებლებში შესვლა მხოლოდ ამ პირობით არის დაშვებული.
  3. ან-ნავავიმ თქვა: «ეს ჰადისი მიუთითებს ყურადღების და სიფრთხილის მნიშვნელობაზე უსამართლო ხალხის საცხოვრებელი ადგილებისა და დასჯის ადგილებზე გავლისას. იგივე ეხება მუჰასსირის ველზე ნაბიჯის აჩქარებას, სადაც განადგურდნენ სპილოს ჯარის ადამიანები. ვინც ასეთ ადგილებს გაივლის, უნდა იყოს ფხიზლად, განიცადოს შიში, ტიროდეს, დასკვნები გამოიტანოს მათი ბედიდან და შეევედროს ალლაჰს, რომ დაიცვას ის მსგავსი ბედისგან».
  4. აკრძალვა და გაფრთხილება ვრცელდება სამუდის ხალხის საცხოვრებელ ადგილებზე და ყველა სხვა მსგავს ხალხზე, ვინც ალლაჰის სასჯელს დაექვემდებარა.
  5. აკრძალულია ამ ადგილებისა და ტერიტორიების გამოყენება ტურიზმის, გასეირნების ან მსგავსი მიზნებისთვის.

თარგმნების ჩვენება

35 ენა
EN English ინგლისური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
KN ಕನ್ನಡ კანადური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية