1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას

عن أنس بن مالك رضي الله عنه:
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ وَمُعَاذٌ رَدِيفُهُ عَلَى الرَّحْلِ قَالَ: «يَا مُعَاذُ بْنَ جَبَلٍ»، قَالَ: لَبَّيْكَ يَا رَسُولَ اللهِ وَسَعْدَيْكَ، قَالَ: «يَا مُعَاذُ»، قَالَ: لَبَّيْكَ يَا رَسُولَ اللهِ وَسَعْدَيْكَ، ثَلَاثًا، قَالَ: «مَا مِنْ أَحَدٍ يَشْهَدُ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللهِ صِدْقًا مِنْ قَلْبِهِ إِلَّا حَرَّمَهُ اللهُ عَلَى النَّارِ»، قَالَ: يَا رَسُولَ اللهِ، أَفَلَا أُخْبِرُ بِهِ النَّاسَ فَيَسْتَبْشِرُوا؟ قَالَ: «إِذًا يَتَّكِلُوا». وَأَخْبَرَ بِهَا مُعَاذٌ عِنْدَ مَوْتِهِ تَأَثُّمًا.

ანასი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს:
ერთხელ, როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცხენით მგზავრობდა, ხოლო მის უკან, უნაგირზე მუ'აზი იჯდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!» მუ'აზმა მიუგო: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კვლავ უთხრა: «ო მუ'აზ!», შენს წინაშე ვარ, ო, ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!" ასე განმეორდა სამჯერ და შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «რომელმა (ალლაჰის) მსახურმაც გულწრფელად აღიარა, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება, რომელიც ღირსია თაყვანისცემის, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი მისი მსახური და მისი მოციქულია, ალლაჰი მას აუცილებლად აუკრძალავს ცეცხლში შესვლას ». მუ'აზმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო, არ უნდა გავაგებინო ეს ხალხს, რომ გაიხარონ?" მან უპასუხა: «მაშინ ისინი მხოლოდ იმედს დაამყარებენ და დატოვებენ საქმეს (მსახურებას)», - მიუხედავად ამისა, მუ'აზმა ეს სიტყვები თავის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გაამხილა, რადგან თვლიდა, რომ მათი დამალვა ცოდვა იქნებოდა (სასარგებლო ცოდნის დამალვის გამო).

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 128

განმარტება

მუ'აზ იბნ ჯაბალი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან იყო შემომჯდარი ცხენზე ან აქლემზე, და მას მიმართა: ჰეი, მუაზ? მან ეს სამჯერ გაუმეორა; იმის მისათითებლად, რომ ის რის თქმასაც აპირებდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ამ ყველაფერს მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შემდეგი სიტყვებით პასუხობდა: "აქ ვარ შენს წინაშე, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!", ანუ: გპასუხობ შენ, ო, ალლაჰის შუამავალო, პასუხს გცემ და მწამს შენი. ბედნიერებას შენზე მორჩილებაში ვეძებ.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა, რომ ვინც დაამოწმებს, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ანუ: არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, წრფელი გულით ტყუილის გარეშე ამას დაამოწმებს და ის ამ მდგომარეობაში გარდაიცვლება, ალლაჰმა მისი დაწვა აუკრძალა ჯოჯოხეთს.
მუ'აზი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) შეეკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ემცნობებინა თუ არა ეს ხალხისთვის, რათა გაეხარათ და გაბედნიერებულიყვნენ ამ სიკეთით?
შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეშინდა, რომ ისინი მხოლოდ ამაზე დაიმედდებოდნენ და შეამცირებდნენ საქმეებს.
მუ'აზს ამის შესახებ არავისთვის მოუყოლია, გარდა მაშინ, როცა მას სიკვდილი ეწვია; იმის შიშით, რომ ის ჩაიდენდა ცოდვას ცოდნის დამალვით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავმდაბლობა, რადგან მას ჰყავდა მუ'აზი შემოსმული მასთან ერთად პირუტყვზე.
  2. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწავლების მეთოდი, როცა მან მუ'აზს რამდენჯერმე დაუძახა, რათა მას დიდი ყურადღებით მოესმინა მისი ნათქვამი.
  3. შეჰადეთის (დამოწმების) პირობებია: დამოწმება, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ამის დამმოწმებელი უნდა იყოს წრფელი და დარწმუნებული, ეჭვის ან ტყუილის გარეშე.
  4. ერთღმერთიანი ხალხი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ არ დარჩებიან, რომც მოხვდნენ იქ თავიანთი ცოდვების გამო; გაიწმინდებიან ცოდვებისგან და შემდეგ გამოვლენ იქიდან.
  5. ორი შაჰადეთის (ორი დამოწმების) მადლი, ვინც მათ ამბობს წრფელად.
  6. ზოგიერთ შემთხვევაში ჰადისის მოყოლისგან თავის შეკავების ნებართვა, თუ მისი მოყოლა ზიანს გამოიწვევს.

თარგმნების ჩვენება

63 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
FF Fulfulde ფულბე
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
BG Български البلغارية
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية