1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ

عَنْ عُمَرَ بْنِ الخَطَّابِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ:
قَدِمَ عَلَى النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ سَبْيٌ، فَإِذَا امْرَأَةٌ مِنَ السَّبْيِ قَدْ تَحْلُبُ ثَدْيَهَا تَسْقِي، إِذَا وَجَدَتْ صَبِيًّا فِي السَّبْيِ أَخَذَتْهُ، فَأَلْصَقَتْهُ بِبَطْنِهَا وَأَرْضَعَتْهُ، فَقَالَ لَنَا النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «أَتُرَوْنَ هَذِهِ طَارِحَةً وَلَدَهَا فِي النَّارِ؟» قُلْنَا: لاَ، وَهِيَ تَقْدِرُ عَلَى أَلَّا تَطْرَحَهُ، فَقَالَ: «لَلَّهُ أَرْحَمُ بِعِبَادِهِ مِنْ هَذِهِ بِوَلَدِهَا».

უმარ იბნ ალ-ხატტაბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომელმაც თქვა:
«ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტყვეები მოიყვანეს. მათ შორის იყო ქალი, რომელიც ძუძუდან რძეს იწველიდა და ბავშვებს ასმევდა. როცა რომელიმე ბავშვს პოულობდა, მას გულზე იკრავდა და ძუძუს აწოვებდა, მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვითხრა: «ფიქრობთ, რომ ეს ქალი თავის შვილს ცეცხლში ჩააგდებს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "არა, თუ მას შეუძლია ამის არ გაკეთება". მაშინ შუამავალმა თქვა: «ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავისი შვილის მიმართ».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 5999

განმარტება

ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰავაზინის ტყვეები მოიყვანეს. მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც თავის ბავშვს ეძებდა. როდესაც რომელიმე ბავშვს პოულობდა, იღებდა და ძუძუს აწოვებდა, რადგან რძის დაგროვების გამო ტკივილს გრძნობდა. ბოლოს, როცა თავისი შვილი ტყვეებს შორის იპოვა, ის გულზე მიიკრა და ძუძუ აწოვა, მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის საჰაბებს ჰკითხა: ფიქრობთ, რომ ეს ქალი თავის შვილს ცეცხლში ჩააგდებს? ჩვენ ვუპასუხეთ: არა, იგი არასოდეს ჩააგდებს მას ნებაყოფლობით. მაშინ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: ალლაჰი უფრო მოწყალეა თავისი მუსლიმი მონების მიმართ, ვიდრე ეს ქალი თავის შვილთან.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის უსაზღვრო მოწყალება თავის მონებზე და მისი სურვილი, რომ მათ სიკეთე, სამოთხე და ჯოჯოხეთისგან ხსნა მიეღოთ.
  2. მოვლენებით სარგებლობა და მათი გამოყენება სწავლებისა და ხელმძღვანელობისთვის.
  3. მორწმუნემ უნდა იქონიოს კარგი წარმოდგენა ალლაჰზე და არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას, რადგან უზენაესი ალლაჰი უსაზღვროდ მოწყალეა.

თარგმნების ჩვენება

35 ენა
EN English ინგლისური
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية