1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია

عَن أُمِّ الدَّرْدَاءِ وَ أَبِي الدَّرداءِ رَضيَ اللهُ عنهما أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ كَانَ يَقُولُ:
«دَعْوَةُ الْمَرْءِ الْمُسْلِمِ لِأَخِيهِ بِظَهْرِ الْغَيْبِ مُسْتَجَابَةٌ، عِنْدَ رَأْسِهِ مَلَكٌ مُوَكَّلٌ كُلَّمَا دَعَا لِأَخِيهِ بِخَيْرٍ، قَالَ الْمَلَكُ الْمُوَكَّلُ بِهِ: آمِينَ وَلَكَ بِمِثْلٍ».

უმმ დარდა და აბუ დარდა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) ან გადმოსცემს, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«მუსლიმი კაცის მიერ ზურგს უკან ვედრება თავისი ძმისთვის მიღებულია, მას თავთან ანგელოზი ჰყავს მინდობილი, და როდესაც ის ვედრებას გააკეთებს თავისი ძმისთვის სიკეთის თაობაზე, ეს ანგელოზი ამბობს: ამინ! და შენც იგივე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2733

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვაუწყა, რომ მუსლიმის ვედრება თავისი მუსლიმი ძმისთვის მიღებულია, რადგან ეს უფრო მეტად გამოხატავს გულწრფელობას. ასევე, ადამიანის თავთან იმყოფება დავალებული ანგელოზი, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა ის სიკეთეს სთხოვს თავისი ძმისთვის, ამბობს: "ამინ! და შენც იგივე, რაც ითხოვე მისთვის".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება მორწმუნეთა შორის სიკეთის კეთებისკენ, თუნდაც ვედრებით.
  2. ფარულად ვედრების გაკეთება მტკიცედ მიუთითებს გულწრფელ რწმენასა და საძმოზე.
  3. ვედრების ფარულად გაკეთების მნიშვნელობა – გულწრფელობისა და გულმოდგინების გამოვლინება.
  4. ვედრების მიღების ერთ-ერთი მიზეზი – მუსლიმის მიერ თავისი ძმისთვის ფარულად ვედრების გაკეთება.
  5. იმამ ან-ნავავი ამბობს: «მუსლიმი ძმისთვის ფარულად ვედრების გაკეთება დიდ მოწყალებასა და სიკეთეს შეიცავს. თუ ადამიანი დუას გააკეთებს მუსლიმთა ჯგუფისთვის, ის ასევე მიიღებს ამ სიკეთეს. ხოლო თუ მთელ მუსლიმთა საზოგადოებისთვის შეევედრება, ამ სიკეთეს ისინიც მიიღებენ, ზოგიერთი სალაფი (წინამორბედი) როცა საკუთარ თავზე დუას გაკეთებას მოისურვებდა, იმავე დუას თავის მუსლიმ ძმას უძღვნიდა, რადგან ასეთი ვედრება ალლაჰთან უფრო მიღებულია, და თავად მომთხოვნიც იგივე სიკეთეს იღებს, რასაც სხვას უსურვებს».
  6. ზოგიერთ ანგელოზთა საქმეების ნაწილის განმარტება და დიდებული და უზენაესი ალლაჰის მიერ მათზე დაკისრებული ამოცანები.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية