1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المؤمنين رضي الله عنها قَالَتْ:
كَانَ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ إِذَا اغْتَسَلَ مِنَ الجَنَابَةِ، غَسَلَ يَدَيْهِ، وَتَوَضَّأَ وُضُوءَهُ لِلصَّلاَةِ، ثُمَّ اغْتَسَلَ، ثُمَّ يُخَلِّلُ بِيَدِهِ شَعَرَهُ، حَتَّى إِذَا ظَنَّ أَنَّهُ قَدْ أَرْوَى بَشَرَتَهُ، أَفَاضَ عَلَيْهِ المَاءَ ثَلاَثَ مَرَّاتٍ، ثُمَّ غَسَلَ سَائِرَ جَسَدِهِ، وَقَالَتْ: كُنْتُ أَغْتَسِلُ أَنَا وَرَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مِنْ إِنَاءٍ وَاحِدٍ، نَغْرِفُ مِنْهُ جَمِيعًا.

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბისგან დიდ განბანვას აკეთებდა, ჯერ იბანდა ხელებს, შემდეგ იღებდა მცირე განბანვას (აბდესს), როგორც ლოცვისთვის, შემდეგ დაიბანდა მთლიან სხეულს, შემდეგ თმებს შორის თითებს ატარებდა მანამ, სანამ თმების ძირები კარგად არ დასველდებოდა და გადაისხამდა წყალს სამჯერ, შემდეგ იბანდა სხეულს მთლიანად. აიშამ თქვა: მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ქვაბიდან ვიბანდით და ორივე მისგან ვისხამდით წყალს».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 272

განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა დაბანვას გადაწყვეტდა, პირველი ხელების დაბანით იწყებდა. შემდეგ იღებდა აბდესს ისე, როგორც ლოცვისთვის იღებდა, შემდეგ გადაისხამდა წყალს სხეულზე, შემდეგ ატარებდა თითებს თმებს შორის, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ თმის ძირები და თავის კანი კარგად დაასველა წყალმა, შემდეგ გადაისხამდა წყალს თავზე სამჯერ და შემდეგ იბანდა სხეულის დარჩენილ ნაწილს. აიშამ თქვა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი ჭურჭლიდან ვიბანდით და წყალსაც ერთი ჭურჭლიდან ვისხამდით.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. დიდი განბანა (ღუსლი) ორი სახისაა: საკმარისი (მუჯზი) და სრულყოფილი (ქაამილ). საკმარისი ღუსლი ნიშნავს, რომ ადამიანი განიზრახავს განწმენდის მიღწევას, შემდეგ მთლიანად იბანს თავის სხეულს წყლით, რაც ასევე მოიცავს პირის გამოვლებასა და ცხვირის გაწმენდას. სრულყოფილი ღუსლი სრულდება ისე, როგორც აღწერილია ზემოთ მოყვანილ ჰადისში, სადაც მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს ღუსლის შესრულების პროცესს.
  2. ტერმინი „ჯანაბა“ გამოიყენება ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც გამოყო თესლი (სპერმა) ან სქესობრივ კავშირში შევიდა, თუნდაც გამოყოფა არ მომხდარიყო.
  3. ცოლ-ქმრისთვის ნებადართულია ერთმანეთის აკრძალულ ადგილებზე შეხედვა და ერთი ჭურჭლიდან წყლის გამოყენებით ბანაობა.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية