عَنْ مَيْمُونَةُ أُمِّ المؤمِنينَ رضي الله عنها قَالتْ:
وَضَعْتُ لِلنَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ غُسْلًا، فَسَتَرْتُهُ بِثَوْبٍ، وَصَبَّ عَلَى يَدَيْهِ، فَغَسَلَهُمَا، ثُمَّ صَبَّ بِيَمِينِهِ عَلَى شِمَالِهِ، فَغَسَلَ فَرْجَهُ، فَضَرَبَ بِيَدِهِ الأَرْضَ، فَمَسَحَهَا، ثُمَّ غَسَلَهَا، فَمَضْمَضَ وَاسْتَنْشَقَ، وَغَسَلَ وَجْهَهُ وَذِرَاعَيْهِ، ثُمَّ صَبَّ عَلَى رَأْسِهِ وَأَفَاضَ عَلَى جَسَدِهِ، ثُمَّ تَنَحَّى، فَغَسَلَ قَدَمَيْهِ، فَنَاوَلْتُهُ ثَوْبًا فَلَمْ يَأْخُذْهُ، فَانْطَلَقَ وَهُوَ يَنْفُضُ يَدَيْهِ.

გადმოცემულია მორწმუნეების დედა მაიმუუნასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
"მე მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დავუდგი წყალი სრული განბანვისთვის და ტანისამოსით დავფარე იგი [უცხო თვალებისგან]. მან ჯერ ხელებზე დაისხა წყალი და დაიბანა ისინი, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენაზე დაასხა წყალი და სასქესო ორგანოები დაიბანა. ამის შემდეგ ხელი მიწაზე მიადო და გაწმინდა, შემდეგ კი კვლავ დაიბანა. შემდეგ პირი გამოირეცხა, ცხვირი გაისუფთავა, სახე და იდაყვებამდე ხელები დაიბანა. შემდეგ თავზე და სხეულზე დაასხა წყალი, შემდეგ გვერდზე გადაინაცვლა და ტერფები დაიბანა. მე მას ქსოვილი მივაწოდე, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი, წავიდა და წყლის წვეთებს იშორებდა.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 276

განმარტება

მორწმუნეთა დედა მაიმუნა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვიამბობს მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჯუნუბობის შემდეგ დაბანვის წესს: მან წყალი მოუმზადა გასაბანად და ფარდით დაფარა იგი:
პირველად: მან დაისხა წყალი ხელებზე და დაიბანა ისინი, სანამ ხელებს ჩაყოფდა ჭურჭელში.
მეორედ: მან მარჯვენა ხელით წყალი მარცხენა ხელში გადაასხა და სასქესო ორგანოები დაიბანა, რათა მოეშორებინა ის, რაც სქესობრივი აქტის შედეგად დარჩა.
მესამედ: ხელით შეეხო მიწას, მოიწმინდა იგი და შემდეგ დაიბანა ხელი, რათა მოეშორებინა სიბინძურე მისგან.
მეოთხედ: გამოიბანა პირი — წყალი პირში შეისხა, გადაატრიალა და გადმოაფურთხა. შემდეგ გაიწმინდა ცხვირი — წყალი ჩაისუნთქა ცხვირით და შემდეგ გამოუშვა, რათა ცხვირი გაეწმინდა.
მეხუთედ: დაიბანა სახე და ხელები იდაყვებამდე.
მეექვსედ: თავზე დაისხა წყალი.
მეშვიდედ: წყალი გადაივლო სხეულის დანარჩენ ნაწილებზე.
მერვედ: მან ოდნავ გვერდზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც იმ ადგილას დაიბანა ფეხები, სადაც მანამდე არ იბანდა.
შემდეგ მაიმუნამ მას ქსოვილი მიუტანა, რომ გამშრალიყო, თუმცა მან არ აიღო იგი და დაიწყო ხელით სხეულის გამოშრობა, წყლის წვეთების მოშორება და გადაფერთხვა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ცოლების გულმოდგინება მისი ცხოვრების ყველაზე ზუსტი დეტალების აღწერაში ემსახურებოდა უმმათის სწავლებისა და მათთვის მაგალითის მიცემის მიზანს.
  2. მოცემული დიდი განბანვის (ღუსლის) აღწერა დიდი უწმინდურობის შემდეგ წარმოადგენს ერთ-ერთ სრულ ვარიანტს, რომელიც მოციქულიდან (მშვიდობა და ალლაჰის კურთხევა მას) არის გადმოცემული. რაც შეეხება აუცილებელ მინიმუმს, საკმარისია სხეულის წყლით მობანა, პირის გამოვლება და ცხვირის გაწმენდა.
  3. სხეულის გამშრალება ნაჭრით ან მისი დატოვება გაუმშრალებლად განბანვის ან აბდესის შემდეგ დასაშვებია.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية