1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)

عن عَبْدِ اللهِ بْنِ عُمَرَ رضي الله عنهما قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صلى الله عليه وسلم يَقُولُ:
«‌مَنْ ‌جَاءَ ‌مِنْكُمُ ‌الْجُمُعَةَ فَلْيَغْتَسِلْ».

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'უმარისგან(ალლაჰი იყოს მათგან კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 894

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ ადამიანს, ვინც აპირებს პარასკევის ლოცვაზე მისვლას, სასურველია სრულად განიბანოს, რაც მსგავსია იმ განბანვისა, რომელიც სავალდებულოა სქესობრივი კავშირის შემდეგ.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. პარასკევის ლოცვის დღეს სრული განბანვის შესრულების მნიშვნელობის დადასტურება, რომელიც სუნნაა მორწმუნისთვის. სასურველია, რომ ეს განბანვა შესრულდეს უშუალოდ ლოცვაზე წასვლის წინ, რადგან ეს დრო ყველაზე უკეთესად ითვლება.
  2. სისუფთავისა და სასიამოვნო სურნელზე ზრუნვა არის მუსლიმის თვისება და ზნეობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ხვდება ხალხს და იმყოფება მათ საზოგადოებაში. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პარასკევის ლოცვების და კოლექტიური თაყვანისცემის დროს.
  3. ჰადისში მიმართვა განკუთვნილია მათთვის, ვისზეც პარასკევის ლოცვის ვალდებულებაა დაკისრებული, რადგან სწორედ მათ ევალებათ ამ ლოცვაზე მისვლა.
  4. სასურველია, რომ მან, ვინც პარასკევის ლოცვაზე მიდის, ყურადღებით დაიცვას საკუთარი სისუფთავე: შეასრულოს სრული განბანვა (ღუსლი), რათა სხეულიდან ნებისმიერი უსიამოვნო სუნი მოიშოროს და გამოიყენოს სურნელოვანი საშუალებები. თუმცა, თუ იგი შემოიფარგლება მხოლოდ მცირე განბანვით (აბდესით), ესეც საკმარისი იქნება.

თარგმნების ჩვენება

50 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية