1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ჰადისი და მისი მეცნიერებები

ჰადისი გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა

عَنْ أَبِي نَجِيحٍ العِرْبَاضِ بْنِ سَارِيَةَ رضي الله عنه قَالَ: وَعَظَنَا رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ مَوْعِظَةً وَجِلَتْ مِنْهَا القُلُوبُ، وَذَرَفَتْ مِنْهَا العُيُونُ، فَقُلْنَا: يَا رَسُولَ اللهِ! كَأَنَّهَا مَوْعِظَةُ مُوَدِّعٍ؛ فَأَوْصِنَا، قَالَ:
«أُوصِيكُمْ بِتَقْوَى اللَّهِ، وَالسَّمْعِ وَالطَّاعَةِ، وَإِنْ تَأَمَّرَ عَلَيْكُمْ عَبْدٌ، فَإِنَّهُ مَنْ يَعِشْ مِنْكُمْ بَعْدِي فَسَيَرَى اخْتِلَافًا كَثِيرًا، فَعَلَيْكُمْ بِسُنَّتِي وَسُنَّةِ الخُلَفَاءِ الرَّاشِدِينَ المَهْدِيينَ، عَضُّوا عَلَيْهَا بِالنَّوَاجِذِ، وَإِيَّاكُمْ وَمُحْدَثَاتِ الأُمُورِ؛ فَإِنَّ كُلَّ بِدْعَةٍ ضَلَالَةٌ».

აბუ ნაჯიჰ ალ-ირბად იბნ სარიასგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მასით) გადმოცემულია, რომ მან თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვაგონა, რომლისგანაც გულები შიშით აივსო და თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. ჩვენ ვუთხარით: ო, ალლაჰის შუამავალო! ეს ჰგავს იმ შეგონებას, რომელსაც დამშვიდობების წინ იტყოდა ადამიანი, მოგვეცი რჩევა-დარიგება! მაშინ მან თქვა:
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ الأربعون النووية - 28

განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისეთი დარიგება გაუკეთა საჰაბებს, რომ ათრთოლდა მის გამო გულები და ატირდა თვალები. და უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, თითქოს გვემშვიდობებოდე ამ დარიგებით, როცა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ზედმეტად მეტი ყურადღება შეამჩნიეს საუბარში, და მისგან ითხოვეს ანდერძად რჩევა, რომელსაც ჩაეჭიდებოდნენ მის შემდგომ. თქვა: მე თქვენ ანდერძად გიტოვებთ, რომ გეშინოდეთ უზენაესი ალლაჰის. ეს ვლინდება ბრძანებების შესრულებაში და აკრძალულებზე მორიდებაში. სმენა და მორჩილება, ანუ: მმართველების მიმართ, თუნდაც მონა გახდეს თქვენი მმართველი ან ხელმძღვანელი, ანუ ყველაზე მდაბიო ადამიანიც რომ გახდეს თქვენი მმართველი არ უარყოთ ის და დაემორჩილეთ მას, საშიშროებით იმისგან, რომ არ გავრცელდეს არეულობა, რადგან ვინც იცხოვრებს თქვენგან დიდხანს, ის ბევრ განხეთქილებებს იხილავს. შემდეგ განუმარტა მათ გამოსავალი ამ განხეთქილებისგან, ეს მოხდება მის სუნნაზე და მის შემდეგ მყოფი მართალი მართლმორწმუნე ხალიფების სუნნაზე ჩაჭიდებით, რომლებიც არიან აბუ ბაქრ ას-სიდიიყ, 'უმარ იბნ ალ-ხატაბ, 'უსმან იბნ ა'ფვან და 'ალი იბნ აბუ ტაალიბ (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი). ჩაეჭიდეთ მას კბილებით ანუ - უკანა კბილებით-: ანუ ასეთი სერიოზულობით მიუდექით სუნნას და ჩაეჭიდეთ მას. მან ასევე გააფრთხილა ისინი რელიგიაში სიახლეებთან (ბიდ'ა) დაკავშირებით და თქვა, რომ ყოველი ინოვაცია გზააბნეულობაა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სუნნაზე მიყოლის და მასზე მტკიცედ ჩაჭიდების აუცილებლობა.
  2. რჩევა-დარიგების მიცემა და გულების დარბილება.
  3. მის შემდგომ მყოფი ოთხი მართლმორწმუნე ხალიფებზე მიყოლის ბრძანება, ისინი არიან აბუ ბაქრი, 'უმარი, 'უსმანი და 'ალი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი).
  4. რელიგიაში სიახლის გამოგონების აკრძალვა და რომ ყველა სიახლე გზასაცდენილობაა.
  5. სმენა და მორჩილება მასზე, ვინც მართავს მორწმუნეთა საქმეებს, გარდა ცოდვისა.
  6. უზენაესი ალლაჰის შიშის მნიშვნელობა ყოველთვის და ყველა მდგომარეობაში.
  7. ამ უმმაში წარმოიშობა უთანხმოებები, და მათი წარმოშობის დროს საჭიროა მიმართოთ ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სუნნასა და მართალი ხალიფების სუნნას.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو