1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი

عَنْ عَلِيٍّ رضي الله عنه قَالَ:
كُنْتُ رَجُلًا مَذَّاءً وَكُنْتُ أَسْتَحْيِي أَنْ أَسْأَلَ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ لِمَكَانِ ابْنَتِهِ فَأَمَرْتُ الْمِقْدَادَ بْنَ الْأَسْوَدِ فَسَأَلَهُ فَقَالَ: «يَغْسِلُ ذَكَرَهُ وَيَتَوَضَّأُ». وَلِلبُخَاريِّ: فَقَالَ: «تَوَضَّأْ وَاغْسِلْ ذَكَرَكَ».

გადმოცემულია 'ალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:
«მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი». იმამ ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია, რომ მან თქვა: «დაიბანე შენი სასქესო ორგანო და აიღე აბდესი (მცირე განბანვა)».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 303

განმარტება

'ალი იბნ აბუ ტალიბი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მას ძალიან ხშირად მოსდიოდა მაზი - მაზი არის წებოვანი მოთეთრო თხელი სითხე, რომელიც გამოდის მამაკაცის სასქესო ორგანოდან აღგზნების დროს ან ინტიმური კავშირის წინ, მან არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო მისი გამოსვლის დროს, მას შერცხვა რომ ეკითხა შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას); რადგან ის იყო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქალიშვილის ფატიმას ქმარი, და სთხოვა მიყდად იბნ ასვადს, რომ ეკითხა შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამის შესახებ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: დაიბანოს სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. 'ალი იბნ აბუ ტალიბის (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ღირსება გამოვლინდა იმაში, რომ მორცხვობამ არ შეუშალა ხელი შარიათის დადგენილების ცოდნის სურვილს. მან აირჩია კითხვის დასმა სხვა ადამიანის მეშვეობით.
  2. დასაშვებია რელიგიურ საკითხზე ვიღაცას სთხოვო, რომ შენს ნაცვლად დასვას კითხვა.
  3. დაშვებულია, რომ ადამიანმა ისაუბროს იმაზე, რაც მას აწუხებს, თუ მას მოაქვს სარგებელი.
  4. მაზი ითვლება უწმინდურობად და საჭიროა მისი ჩამორეცხვა როგორც სხეულიდან, ასევე ტანსაცმლიდან.
  5. მაზის გამოსვლა შლის აბდესს.
  6. მამაკაცის სასქესო ორგანოს და მისი მიდამოების დაბანის აუცილებლობა, როგორც მოვიდა ჰადისში.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية