1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა

عَنْ مُعَاذَةَ قَالَتْ:
سَأَلْتُ عَائِشَةَ، فَقُلْتُ: مَا بَالُ الْحَائِضِ تَقْضِي الصَّوْمَ، وَلَا تَقْضِي الصَّلَاةَ؟ فَقَالَتْ: أَحَرُورِيَّةٌ أَنْتِ؟ قُلْتُ: لَسْتُ بِحَرُورِيَّةٍ، وَلَكِنِّي أَسْأَلُ. قَالَتْ: كَانَ يُصِيبُنَا ذَلِكَ، فَنُؤْمَرُ بِقَضَاءِ الصَّوْمِ، وَلَا نُؤْمَرُ بِقَضَاءِ الصَّلَاةِ.

მუ'აზათასგან გადმოცემულია, რომ თქვა:
«აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ვკითხე: რატომ უნდა აანაზღაუროს მენსტრუაციულმა ქალმა რამადნის მარხვა, ხოლო ლოცვა არა? მან მიპასუხა: ჰარურიეთაგანი (ხავარიჯი) ხარ? ვუთხარი: არა, ჰარურიელი არ ვარ, უბრალოდ მაინტერესებს. მაშინ აიშამ ა(ლლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ჩვენც გვემართებოდა ეს (მენსტრუაცია), და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვიბრძანებია».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 335

განმარტება

მუაზა ალ-ადავიამ მორწმუნეთა დედას აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: რატომ უნდა აღადგინოს მენსტრუაციულმა ქალმა მარხვა, ხოლო ლოცვა არა? აიშამ უთხრა: ხარიჯიტი ჰარურია ხომ არ ხარ, რომლებიც ზედმეტად ბევრ კითხვას სვამენ ჯიუტობისა და სიმკაცრის გამო? ვუპასუხე: მე არ ვარ ჰარურია, უბრალოდ ვკითხულობ, მაშინ აიშამ (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) თქვა: ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დროს ჩვენც გვემართებოდა მენსტრუაცია, და ჩვენ გვიბრძანებდნენ, რომ მარხვა აგვენაზღაურებინა, მაგრამ ლოცვის აღდგენა არ გვებრძანა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მიუღებლობა მათ მიმართ, ვინც სვამს კითხვებს ჯიუტობისა და კამათის მიზნით.
  2. ჰარურია უკავშირდება ქალაქს ქუფის მახლობლად, სახელად "ჰარურა'': ეს არის ხავარიჯების ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც აიშამ შეადარა მათი სიმკაცრის, მრავალი კითხვის დასმისა და ჯიუტი მიდგომის გამო.
  3. მასწავლებლის ვალდებულება განმარტოს ცოდნა მას, ვინც ცოდნასა და სწორ გზას ეძებს.
  4. პირდაპირი ტექსტის მიხედვით პასუხის გაცემა უპირატესია, რადგან აიშამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) არ განიხილა კითხვა დასმული მნიშვნელობის მიხედვით; ეს იმიტომ, რომ ტექსტით პასუხი უფრო გადაჭრილად აფერხებს ნებისმიერ შეპასუხებას.
  5. ალლაჰისა და მისი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადაწყვეტილებაზე მორჩილება, თუნდაც მონამ არ იცოდეს მათი სიბრძნე.
  6. იმამ ან-ნავავი ამბობს: «აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სიტყვების მნიშვნელობა ის არის, რომ ხარიჯიტთა ერთ-ერთი ჯგუფი მენსტრუაციის დროს გამოტოვებული ლოცვების აღდგენას ქალისთვის სავალდებულოდ მიიჩნევდა, რაც ეწინააღმდეგება მუსლიმთა ერთსულოვან აზრს, აიშას შეკითხვა იყო გაკიცხული შეკითხვა რაც ნიშნავს: ეს გზა არის ჰარურიელთა გზა, და რა ცუდი გზაა ეს».

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية