1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე

عَنْ عَمَّارِ بنِ ياسِرٍ رضي الله عنه قال:
بَعَثَنِي رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي حَاجَةٍ، فَأَجْنَبْتُ فَلَمْ أَجِدِ الْمَاءَ، فَتَمَرَّغْتُ فِي الصَّعِيدِ كَمَا تَمَرَّغُ الدَّابَّةُ ثُمَّ أَتَيْتُ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَذَكَرْتُ ذَلِكَ لَهُ فَقَالَ: «إِنَّمَا كَانَ يَكْفِيكَ أَنْ تَقُولَ بِيَدَيْكَ هَكَذَا» ثُمَّ ضَرَبَ بِيَدَيْهِ الْأَرْضَ ضَرْبَةً وَاحِدَةً، ثُمَّ مَسَحَ الشِّمَالَ عَلَى الْيَمِينِ، وَظَاهِرَ كَفَّيْهِ وَوَجْهَهُ.

გადმოცემულია 'ამმაარ იბნ იასირისგან, რომ მან თქვა:
"ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამაგზავნა საქმეზე. გზაში მე ჯუნუბი აღმოვჩნდი და წყალი ვერ ვიპოვე. მიწაზე დავგორდი ისე, როგორც ცხოველი გორდება, შემდეგ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი და ეს მოვუყევი. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «შენთვის საკმარისი იქნებოდა, რომ ასე გაგეკეთებინა ხელებით», და მან მიწას ერთხელ დაჰკრა ორივე ხელით, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენა ხელი შეიწმინდა, შემდეგ კი ხელების ზედაპირი და სახე".

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 368

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვდ მშვიდობა მას) 'ამმაარ იბნ იასირი გაგზავნა გარკვეული საქმეების შესასრულებლად. გზაში 'ამმაარი აღმოჩნდა ჯუნუბის მდგომარეობაში (რიტუალური უწმინდურობა), რაც ან სქესობრივი კავშირის შედეგად, ან ვნებისგან თესლის გამოყოფით მოხდა. მას წყალი არ აღმოაჩნდა, რათა სრული განბანვა შეესრულებინა, 'ამმაარმა არ იცოდა თაიამუმის (მშრალი განწმენდა) წესის გამოყენება ჯუნუბის მდგომარეობისთვის; მას მხოლოდ მისი გამოყენების წესი ჰქონდა ცნობილი მცირე უწმინდურობისთვის. მან იჯთიჰადს (სამართლებრივ დასკვნას) მიმართა და გადაწყვიტა, რომ როგორც მცირე უწმინდურობის შემთხვევაში მიწით სხეულის გარკვეულ ნაწილებს შეიწმენდდა, ასევე დიდი უწმინდურობის დროს საჭიროა მიწით მთლიანი სხეულის შეწმენდა, წყლით სრულ განბანვასთან ანალოგიით. ამიტომაც, იგი მიწაში ჩაწვა ისე, რომ მიწა მთელ მის სხეულზე მოხვედრილიყო, რის შემდეგაც აღასრულა ლოცვა. როდესაც 'ამმაარი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა, მან ეს შემთხვევა უამბო, რათა გაერკვია, სწორად მოიქცა თუ არა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუხსნა მას, როგორ უნდა განიწმინდოს მცირე უწმინდურობისგან, როგორიცაა შარდი, და დიდი უწმინდურობისგან, როგორიცაა ჯუნუბი. მან განმარტა, რომ საჭიროა ხელების ერთხელ მიწაზე დარტყმა, შემდეგ მარცხენა ხელით მარჯვენის მოწმენდა, ხელის ზურგისა და სახეზე მოსმა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თაიამუმის შესრულებამდე წყლის ძიების ვალდებულება.
  2. თაიამუმის შესრულების შარიათული ნებადართულობა იმ ადამიანისთვის, ვინც ჯუნუბის მდგომარეობაშია და წყალს ვერ პოულობს.
  3. დიდი უწმინდურობისთვის თაიამუმი იგივე წესით სრულდება, როგორც მცირე უწმინდურობისთვის.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية