1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა

عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المؤمنين رضي الله عنها أَنَّ فَاطِمَةَ بِنْتَ أَبِي حُبَيْشٍ سَأَلَتِ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَتْ:
إِنِّي أُسْتَحَاضُ فَلاَ أَطْهُرُ، أَفَأَدَعُ الصَّلاَةَ؟ فَقَالَ: «لَا، إِنَّ ذَلِكِ عِرْقٌ، وَلَكِنْ دَعِي الصَّلاَةَ قَدْرَ الأَيَّامِ الَّتِي كُنْتِ تَحِيضِينَ فِيهَا، ثُمَّ اغْتَسِلِي وَصَلِّي».

მორწმუნეთა დედა აიშა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ფატიმა ბინთ აბი ჰუბაიშიმ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა:
"მე მაქვს ქრონიკული სისხლდენა (ისთიჰადა), რომლისგანაც ვერ ვიწმინდები. უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა?" მან თქვა: «არა. ჭეშმარიტად, ეს სისხლდენა ვენიდან (სისხლძარღვიდან) არის. შეიკავე თავი ლოცვისგან იმდენი დღე, რამდენიც ჩვეულებრივ გქონდა მენსტრუაცია, შემდეგ აიღე ღუსლი (დიდი განბანვა) და განაგრძე ლოცვა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 325

განმარტება

ჰუბაიშის ქალიშვილი ფატიმა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეეკითხა: მე არ მიჩერდება სისხლდენა და გრძელდება მენსტრუაციის პერიოდის გასვლის შემდეგაც, ეს მდგომარეობა მენსტრუაციის მდგომარეობაა და უნდა შევწყვიტო თუ არა ლოცვა? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მას უთხრა: ეს არის ისთიჰადის სისხლდენა — პათოლოგიური სისხლდენა, რომელიც გამოწვეულია ვენის დაზიანებით საშვილოსნოში. ეს არ არის მენსტრუალური სისხლი. როდესაც დადგება შენი ჩვეულებრივი ყოველთვიური მენსტრუაციის დრო, როგორც ეს იყო მანამდე, სანამ ისთიჰადის სისხლდენა დაგემართებოდა, თავი შეიკავე ლოცვისგან, მარხვისგან და სხვა ქმედებებისგან, რომლებიც მენსტრუაციის დროს ქალისთვის აკრძალულია. როცა დამთავრდება ის დრო (მენსტრუაციის დღეების დრო) მაშინ შენ მენსტრუაციიდან გასუფთავებულად ითვლები, დაიბანე სისხლდენის ადგილები, შემდეგ დაიბანე სხეული მთლიანად, რათა გასუფთავდე და შემდეგ ილოცე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მენსტრუაციის დღეების დამთავრების შემდეგ აუცილებელია ქალმა იბანავოს.
  2. არამენსტრუალური (ისთიჰადა) სისხლდენის მქონე ქალი ვალდებულია ილოცოს.
  3. მენსტრუაცია არის ბუნებრივი სისხლი, რომელიც გამოიყოფა საშვილოსნოდან ზრდასრული ქალის სასქესო ორგანოს საშუალებით და ჩნდება გარკვეულ დღეებში.
  4. ისთიჰადა - არის უწყვეტი სისხლდენა მის ჩვეულებრივ პერიოდს მიღმა, რომელიც წარმოიქმნება საშვილოსნოს ზედაპირული ნაწილისგან და არა მისი სიღრმიდან.
  5. მენსტრუალური სისხლისა და ისთიჰადის სისხლის განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მენსტრუალური სისხლი შავია, სქელია და აქვს არასასიამოვნო სუნი, მაშინ როცა ისთიჰადის სისხლი წითელია, თხევადი და არ აქვს არასასიამოვნო სუნი.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية