عَنْ عَائِشَةَ أُمِّ المُؤْمِنينَ رَضي الله عنها أَنَّهَا قَالَتْ:
إِنَّ أُمَّ حَبِيبَةَ بِنْتَ جَحْشٍ الَّتِي كَانَتْ تَحْتَ عَبْدِ الرَّحْمَنِ بْنِ عَوْفٍ شَكَتْ إِلَى رَسُولِ اللهِ صلى الله عليه وسلم الدَّمَ، فَقَالَ لَهَا: «امْكُثِي قَدْرَ مَا كَانَتْ تَحْبِسُكِ حَيْضَتُكِ، ثُمَّ اغْتَسِلِي». فَكَانَتْ تَغْتَسِلُ عِنْدَ كُلِّ صَلَاةٍ.

გადმოცემულია მორწმუნეების დედა აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
«უმმ ჰაბიბა ბინთ ჯაჰშმა, რომელიც აბდურრაჰმან იბნ აუფის ცოლი იყო, შესჩივლა მოციქულს (ალლაჰის ლოცვდა და მშვიდობა მას) მუდმივი სისხლდენის გამო. მოციქულმა მას უთხრა: «მოიცადე იმდენი ხანი, რამდენ ხანსაც შენ მენსტრუაცია გიგრძელდებოდა, შემდეგ დაიბანე». ამის შემდეგ ის იბანდა ყოველ ლოცვაზე.»

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 334

განმარტება

ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბა იყო, შესჩივლა მას სისხლდენის გაგრძელებაზე, რომელიც მუდმივად თან ახლდა. მოციქულმა უბრძანა მას, ლოცვისგან თავი შეეკავებინა იმდენ ხანს, რამდენიც მისი ჩვეულებრივი მენსტრუაცია გრძელდებოდა იმ პერიოდის წინ, სანამ ეს მუდმივი სისხლდენა დაიწყებოდა. შემდეგ მან უნდა განიბანოს და დაიწყოს ლოცვა. ამასთან, ქალმა სურვილისამებრ დაიწყო ყოველ ლოცვამდე განბანვა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალ-ისთიჰადა ნიშნავს მდგომარეობას, როცა ქალს მენსტრუაციის დამთავრების შემდეგაც უგრძელდება სისხლდენა.
  2. მუდმივი სისხლდენის მქონე ქალი (მუსთაჰადა) თავის თავს მენსტრუაციის მდგომარეობაში მიიჩნევს იმ დღეების განმავლობაში, რომლებიც მისთვის ჩვეულ მენსტრუაციას შეესაბამებოდა, სანამ მას ისთიჰადა დაეწყებოდა.
  3. როდესაც ჩვეულებრივი მენსტრუაციის დღეების ხანგრძლივობა დასრულდება, ქალი ითვლება მენსტრუაციისგან სუფთად. ასეთ შემთხვევაში, მან უნდა განიბანოს მენსტრუაციისგან გასასუფთავებლად.
  4. მუდმივი სისხლდენის მქონე ქალს არ ევალება ყოველი ლოცვის წინ განბანვა, რადგან ქალი საჰაბას ასეთი ქმედება პირადი სურვილით იყო მოტივირებული. თუ ეს ვალდებულება რომ ყოფილიყო, მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუცილებლად განმარტავდა.
  5. მუდმივი სისხლდენის მქონე ქალს ევალება ყოველი ლოცვის წინ აბდესის აღება, რადგან მისი მდგომარეობა მუდმივია და არ წყდება. იგივე წესი ვრცელდება მათზე, ვისაც მუდმივი მდგომარეობა აქვს, მაგალითად, შარდის შეუკავებლობა ან მუდმივად გაზების გამოსვლა.
  6. რელიგიური საკითხების შესახებ, რომლებიც გაურკვეველია, საჭიროა მცოდნე ადამიანებთან კონსულტაცია. ეს პრაქტიკა ჩანს იმ შემთხვევიდან, როდესაც ამ ქალმა მოციქულს შესჩივლა და ჰკითხა მისი მდგომარეობა, კერძოდ ხშირი სისხლდენის შესახებ, რაც მას აწუხებდა.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية