1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ქადაგება და მორალური ნორმები

ჰადისი ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას

عَنْ أَبِي بَكْرٍ الصِّدِّيقِ رضي الله عنه أَنَّهُ قَالَ: أَيُّهَا النَّاسُ، إِنَّكُمْ تَقْرَؤُونَ هَذِهِ الآيَةَ: {يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا عَلَيْكُمْ أَنْفُسَكُمْ لاَ يَضُرُّكُمْ مَنْ ضَلَّ إِذَا اهْتَدَيْتُمْ}، وَإِنِّي سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِنَّ النَّاسَ إِذَا رَأَوْا الظَّالِمَ فَلَمْ يَأْخُذُوا عَلَى يَدَيْهِ أَوْشَكَ أَنْ يَعُمَّهُمُ اللَّهُ بِعِقَابٍ مِنْهُ».

აბუ ბაქრ სიდდიყიდან გადმოცემულია (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) რომ მან უთხრა: "ჰეი ხალხნო, ჭეშმარიტად თქვენ კითხულობთ ამ აიათს: { ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! თქვენს თავს მიხედეთ და ვერაფერს გავნებთ ის ვინც გზას აცდენილა თუ სწორ გზაზე იქნებით}, ჭეშმარიტად მე გავიგონე, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, როცა ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ აჩერებს მის ხელებს, ალლაჰის სასჯელი მალე მოიცავს მათ ყველას».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში, იბნ მააჯამ და აჰმადმა სუნან ალ-თირმიზი - 2168

განმარტება

აბუ ბაქრ ას-სიდდიყი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გვამცნობს, რომ ხალხი კითხულობდა ამ აიათს:
{ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენს თავს მიხედეთ და ვერაფერს გავნებთ ის. ვინც გზას აცდენილა თუ სწორ გზაზე იქნებით} [ ალ-მაიდა: 105]
და ისინი იგებდნენ, რომ ეს აიათი იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს, და მას არ ავნებს, თუ სხვები გზას აცდებიან. ასევე ფიქრობენ, რომ მათ არ ეკისრებათ ვალდებულება, ბრძანონ სიკეთე და აკრძალონ აუგი!
ამიტომ, მან მათ აუხსნა, რომ ეს ასე არ არის და თქვა, რომ გაიგონა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: რომ თუ ხალხი ხედავს მჩაგვრელს და არ შეაჩერებს მას მისი უსამართლობისგან, მაშინ, როცა ამის შეჩერების შესაძლებლობა აქვთ, ალლაჰი მალე ყველას მოიცავს სასჯელით — როგორც იმ უსამართლობის ჩამდენს ასევე, ვინც მასზე გაჩუმდა.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მუსლიმების მოვალეობაა ერთმანეთისთვის რჩევის მიცემა, სიკეთის ბრძანებაზე და სიგლახის აკრძალვაზე.
  2. ალლაჰის საერთო სასჯელი მოიცავს უსამართლოს მისი უსამართლობისთვის და იმასაც, ვინც დუმს და არ გმობს, მაშინ როცა შეუძლია მისი დაგმობა.
  3. უბრალო ადამიანების სწავლება, რომელიც ეხმარება მათ ყურანის ტექსტების სწორად გაგებაში.
  4. ადამიანმა უნდა იზრუნოს ალლაჰის წიგნის სწორად გაგებაზე, რათა არ მიჰყვეს მის არასწორ გაგებას, რაც უზენაეს ალლაჰს არ სურს.
  5. სწორ გზაზე დადგომა შეუძლებელია სიკეთის ბრძანებისა და ბოროტების აკრძალვის მიტოვებით.
  6. აიათის სწორი განმარტებაა: დაიცავით საკუთარი თავი ცოდვებისგან. თუ საკუთარ თავს დაიცავთ, ვერ გავნებთ სხვათა გზასაცდენა იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ სიკეთის ბრძანებასა და ბოროტების აღკვეთას, ხოლო თავად სწორად მოიქცევით და თავს აარიდებთ აკრძალულს.

თარგმნების ჩვენება

57 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية