1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის

عَنْ أُمِّ قَيْسٍ بِنْتِ مِحْصَنٍ رَضيَ اللهُ عنها:
أَنَّهَا أَتَتْ بِابْنٍ لَهَا صَغِيرٍ لَمْ يَأْكُلِ الطَّعَامَ إِلَى رَسُولِ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ، فَأَجْلَسَهُ رَسُولُ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ فِي حَجْرِهِ، فَبَالَ عَلَى ثَوْبِهِ، فَدَعَا بِمَاءٍ، فَنَضَحَهُ وَلَمْ يَغْسِلْهُ.

გადმოცემულია უმმ ყაის ბინთ მიჰსანისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის.

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 223

განმარტება

უმმ ყაის ბინთ მიჰსანი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ისეთი პატარა იყო, რომ ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) კალთაში ჩაისვა, ბავშვმა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ტანსაცმელზე მოშარდა, მან მოითხოვა წყალი და გადაასხა ტანსაცმელზე, მას ის არ გაურეცხავს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ძვირფასი ზნეობა და ძალიან დიდი თავმდაბლობა.
  2. მოსაწონია ბავშვეთან თბილი ურთიერთობა, თავმდაბლობა და ლმობიერება, ასევე უფროსების გულების მოგება, იმით რომ მათი ბავშვების მიმართ იყვნენ კეთილგანწყობილნი და ჩაისვან ისინი კალთაში და ასე შემდეგ.
  3. ბავშვის შარდის სიბინძურე, თუნდაც ის ჯერ არ ჭამდეს საჭმელს.
  4. შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ქმედებას ეწოდება 'ნადჰ' და ეს არის კერძოდ მცირეწლოვანი მამრობითი სქესის მიმართ, რომელიც ჯერ არ მიირთმევს საჭმელს, ხოლო მდედრობითი სქესის ბავშის შარდის გარეცხვა აუცილებელია, თუნდაც ის მცირეწოლვანი იყოს.
  5. მცირეწლოვანი ბავშის განავალი, რომელიც ჯერ კიდევ დედის ძუძუთი იკვებება, ითვლება სიბინძურედ სხვა სიბინძურეების ნაირად, და მისი გარეცხვა აუცილებელია.
  6. გარეცხვა მხოლოდ წყლის გადასხმით არ შემოიფარგლება, აუცილებელია უფრო მეტი.
  7. უკეთესია მოხდეს დაბინძურებული ადგილის გაწმენდის დაჩქარება; სიბინძურისგან რომ განიწმინდოს,და არ იქნას დავიწყებული[ის ადგილი].

თარგმნების ჩვენება

33 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TH ไทย ტაილანდური
AS অসমীয়া ასამური
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية