1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رَضيَ اللهُ عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الدُّنْيَا سِجْنُ الْمُؤْمِنِ وَجَنَّةُ الْكَافِرِ».

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ეს ქვეყანა მორწმუნისთვის ციხეა, ხოლო ურწმუნოსთვის სამოთხე».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა საჰიჰ მუსლიმ - 2956

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნო, რომ ეს ცხოვრება მორწმუნისთვის ციხეს ჰგავს, რადგან ის ვალდებულია დაიცვას შარიათის ბრძანებები, შეასრულოს მოვალეობები და თავი შეიკავოს აკრძალულთაგან. მაგრამ როცა ის გარდაიცვლება, განთავისუფლდება ამ შეზღუდვებისგან და უზენაესი ალლაჰის მიერ მომზადებულ მარადიულ ნეტარებაში შევა, მეორეს მხრივ, ურწმუნოსთვის ეს ცხოვრება სამოთხეს ჰგავს, რადგან ის აკეთებს იმას, რაც მას სურს და მიჰყვება თავის ვნებებს. მაგრამ როცა ის მოკვდება, უზენაესი ალლაჰის მიერ მისთვის განკუთვნილი მუდმივი სასჯელი ელის საიქიოში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. იმამ ან-ნავავი ამბობს: «ყოველი მორწმუნე ამ დუნიაში თითქოს პატიმარია, რადგან მისთვის აკრძალულია ვნებებისა და სურვილების დაკმაყოფილება, რაც აკრძალული ან არასასურველია, ასევე მას ევალება რთული თაყვანისცემის შესრულება. მაგრამ როცა ის გარდაიცვლება, განთავისუფლდება ამ შეზღუდვებისგან და უზენაესი ალლაჰის მიერ მომზადებულ მარადიულ ნეტარებაში შევა, რომელიც სრულყოფილი და ყოველგვარი ნაკლისგან თავისუფალი იქნება. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამ ცხოვრებაში (დუნიაში) გარკვეულ სიამოვნებებს იღებს, თუმცა ეს სიამოვნება მცირეა და მას თან ახლავს სხვადასხვა განსაცდელი და დარდი. მაგრამ როცა ის მოკვდება, აღმოჩნდება მარადიულ ტანჯვაში და სამუდამო უბედურებაში».
  2. ას-სინდი ამბობს: «მორწმუნის ციხე–თუნდაც ის ამ ცხოვრებაში ნეტარებაში იმყოფებოდეს, სამოთხე მისთვის ამაზე უკეთესია. (ურწმუნოს სამოთხე) – თუნდაც ის განსაცდელში იყოს, ჯოჯოხეთი მისთვის ამაზე უარესია».
  3. ამქვეყნიური ცხოვრება უმნიშვნელოა უზენაესი ალლაჰის წინაშე.
  4. ეს ცხოვრება არის განსაცდელისა და გამოცდის ადგილი მორწმუნეთათვის.
  5. ურწმუნომ თავისი სამოთხე ამ ცხოვრებაში დააჩქარა, ამიტომ საიქოში სამოთხე და მისი ნეტარება მას აეკრძალა.

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية