1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას

عَنْ أَبِي قَتَادَةَ رضي الله عنه قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«الرُّؤْيَا الصَّالِحَةُ مِنَ اللَّهِ، وَالحُلُمُ مِنَ الشَّيْطَانِ، فَإِذَا حَلَمَ أَحَدُكُمْ حُلُمًا يَخَافُهُ فَلْيَبْصُقْ عَنْ يَسَارِهِ، وَلْيَتَعَوَّذْ بِاللَّهِ مِنْ شَرِّهَا، فَإِنَّهَا لاَ تَضُرُّهُ».

გადმოცემულია აბუ ყათაადასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 3292

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შეგვატყობინა, რომ კარგი და სასიხარულო სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი, რომელიც ადამიანს აშინებს და წუხილს იწვევს, შაიტნისგან მოდის.
ამიტომ, ვინც სიზმარში რაიმე არასასურველს დაინახავს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი მისი ბოროტებისგან. ეს არ ავნებს მას, რადგან ალლაჰმა ზემოთ აღნიშნული ქმედებები მიზეზად აქცია, რომ ადამიანი სიზმრის არასასურველი შედეგებისგან დაცული იყოს.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სიზმარი და ხილვა არის ის, რასაც მძინარე ძილში ხედავს. თუმცა, ტერმინი „ხილვა“ (رؤيا) უფრო გამოიყენება, როცა საქმე ეხება კარგ და სასიამოვნო რამეს, ხოლო „სიზმარი“ (الحُلْمُ) ძირითადად ბოროტი და უსიამოვნო სცენარების აღსანიშნავად გამოიყენება. მიუხედავად ამისა, ორივე ტერმინი ზოგჯერ ერთმანეთის ნაცვლადაც გამოიყენება.
  2. სიზმრების სახეები: 1. კეთილი სიზმარი – ეს არის ჭეშმარიტი სიზმარი და ალლაჰისგან მოცემული სასიხარულო ამბავი, რომელსაც ადამიანი ხედავს ან მას ეჩვენება. 2. სულის საუბარი – ეს არის ის, რასაც ადამიანი ფიქრობს თავის თავზე სიფხიზლის დროს და რაც აისახება სიზმარში. 3. შაიტნის მიბიძგება და დაშინება – ეს არის შაიტნის მცდელობა, რათა ადამის შვილი დააშინოს და დაამწუხროს საშინელი ხილვებით.
  3. როცა ადამიანი ხედავს კეთილ სიზმარს, მისგან მოითხოვება სამი რამ: 1. განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრისთვის; 2. გაიხაროს მასზე; 3. მოუყვეს მის შესახებ იმ ადამიანებს, ვინც უყვარს, მაგრამ არ მოუყვეს მათ, ვისთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს.
  4. არასასურველი სიზმრების ეთიკისგან გამომდინარეობს ხუთი რამ: 1. თავშესაფრის ძიება ალლაჰთან მისი ბოროტებისგან. 2. შაიტნის ბოროტებისგან თავშესაფრის ძიება. 3. გაღვიძებისას მარცხნივ სამჯერ გადაფურთხება. 4. ამ სიზმრის არავისთან არ გახსენება. 5. თუ ადამიანი აპირებს ძილში დაბრუნებას, უნდა შეიცვალოს გვერდი, რომელზეც იწვა. ამის შედეგად, ეს სიზმარი მას ზიანს არ მოუტანს.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية