1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს

عَنْ أَبِي هُرَيْرَةَ رضي الله عنه قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«كُلُّ أُمَّتِي مُعَافًى إِلَّا المُجَاهِرِينَ، وَإِنَّ مِنَ المُجَاهَرَةِ أَنْ يَعْمَلَ الرَّجُلُ بِاللَّيْلِ عَمَلًا، ثُمَّ يُصْبِحَ وَقَدْ سَتَرَهُ اللَّهُ عَلَيْهِ، فَيَقُولَ: يَا فُلاَنُ، عَمِلْتُ البَارِحَةَ كَذَا وَكَذَا، وَقَدْ بَاتَ يَسْتُرُهُ رَبُّهُ، وَيُصْبِحُ يَكْشِفُ سِتْرَ اللَّهِ عَنْهُ».

აბუ ჰურაირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა: მოვისმინე, რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჩემი უმმათის ყველა წევრი იქნება კეთილდღეობაში, გარდა იმათი, ვინც აშკარად სცოდავს. აშკარა ცოდვად მიიჩნევა ის, რომ ადამიანი ღამით ჩადის რაიმე [ცოდვას] და ალლაჰი ფარავს თავის მორჩილს, ხოლო ის დილით [თავის თავს ამცირებს] და ამბობს: „ო, ასეთო და ისეთო! გუშინ ეს და ეს ჩავიდინე". ანუ ღამით მისი უფალი ფარავს მას, ხოლო დილით ის თვითონ ხდის საფარველს, რომლითაც ალლაჰმა [წინა ღამეს] დაფარა».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 6069

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ცოდვაში ჩავარდნილი მუსლიმისთვის ალლაჰის შეწყალება და მიტევება მოსალოდნელია, გარდა იმ პირისა, ვინც სიამაყითა და უტიფრობით საჯაროდ აცხადებს თავის ცოდვებს. ასეთი ადამიანი ღამით ცოდვას ჩაიდენს, ალლაჰი მას ფარავს, მაგრამ დილით თვითონ ამხელს საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს უყვება, რა ცოდვა ჩაიდინა წინა დღეს. ამგვარად, ის ალლაჰის საფარველს თვითონ ხსნის!

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალლაჰის მიერ ცოდვის დაფარვის შემდეგ ამ ცოდვების საჯაროდ გახსნის სიმახინჯე.
  2. ცოდვების საჯაროდ განცხადებაში ჩადებულია ამორალური ქცევების გავრცელება მორწმუნეთა შორის.
  3. ვინც ალლაჰმა ამ დუნიაში დაფარა, მას აახირეთშიც (სამსჯავროს დღეს) ასევე დაფარავს. ეს ალლაჰის უსაზღვრო შეწყალებისა და მწყალობელობის გამოხატულებაა თავისი მონების მიმართ.
  4. ვინც ცოდვაში ჩავარდა, მას მართებს, დაფაროს საკუთარი თავი (არ გაამჟღავნოს თავისი ცოდვები) და მოინანიოს ალლაჰის წინაშე.
  5. სინდისის მქონე მორწმუნეებისთვის განსაკუთრებით მძიმეა მათი ცოდვა, ვინც განზრახად ავლენს ცოდვებს საჯაროდ.

თარგმნების ჩვენება

58 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
SO Soomaali სომალური
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
IT Italiano იტალიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
KMR Kurmancî الكرمنجية