1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი თუნდაც თქვენგან ვინმემ აიღოს თავისი თოკი, მოიტანოს შეშის კონა ზურგით, გაყიდოს იგი და ამით ალლაჰმა მისი სახე (სიღატაკისგან) დაიცვას – ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომ ხალხს სთხოვოს, მისცენ თუ არა

عَنِ الزُّبَيْرِ بْنِ العَوَّامِ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُ عَنِ النَّبِيِّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«لَأَنْ يَأْخُذَ أَحَدُكُمْ حَبْلَهُ، فَيَأْتِيَ بِحُزْمَةِ الحَطَبِ عَلَى ظَهْرِهِ، فَيَبِيعَهَا، فَيَكُفَّ اللَّهُ بِهَا وَجْهَهُ خَيْرٌ لَهُ مِنْ أَنْ يَسْأَلَ النَّاسَ أَعْطَوْهُ أَوْ مَنَعُوهُ».

აზზუბეირ იბნ ალ 'ავვაამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«თუნდაც თქვენგან ვინმემ აიღოს თავისი თოკი, მოიტანოს შეშის კონა ზურგით, გაყიდოს იგი და ამით ალლაჰმა მისი სახე (სიღატაკისგან) დაიცვას – ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ის, რომ ხალხს სთხოვოს, მისცენ თუ არა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 1471

განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ადამიანისთვის უკეთესია ნებისმიერი შრომით დაკავდეს, თუნდაც თოკი აიღოს, შეშა მოაგროვოს, ზურგით ატაროს, გაყიდოს და ამით ირჩინოს თავი, ან დაახარჯოს ქველმოქმედებას, რათა არ გახდეს სხვაზე დამოკიდებული და არ დამცირდეს თხოვნით, ეს მისთვის უკეთესია, ვიდრე ხალხისგან თხოვნა, მისცემენ თუ არა. რადგან ადამიანებისგან მუდარა დამცირებაა, ხოლო მორწმუნე პატივდებულია და არა დამცირებული.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. მოწოდება თავშეკავებისა და ღირსეულად თავის არიდება ადამიანებისგან თხოვნისგან.
  2. მოწოდება შრომისკენ საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, თუნდაც ეს იყოს ისეთი ხელობა, რომელიც ადამიანთა თვალში უმნიშვნელო ან ნაკლებად პატივსაცემად ითვლებოდეს.
  3. ისლამი ებრძვის მათხოვრობასა და უმუშევრობას, ამიტომ მან სავალდებულოდ აქცია შრომა და მცდელობა საარსებო საშუალებების მოსაპოვებლად, თუნდაც ეს იყოს რთული საქმე, როგორიცაა შეშის ზურგით ზიდვა.
  4. თხოვნა (მათხოვრობა) არ არის დაშვებული იმ პირისთვის, ვინც შრომისა და საარსებო საშუალების მოპოვების უნარს ფლობს.
  5. საჭიროების შემთხვევაში მმართველისგან დახმარების თხოვნა დაშვებულია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: {და არც იმათ ედებათ ცოდვა, რომლებიც, როცა მოვიდნენ შენთან, რომ თან წაგეყვანა, უთხარი: არ მომეძებნება ის, რაზე ამხედრებულსაც წაგიყვანთო. უკან გაბრუნდნენ და თვალები ცრემლით ავსებოდათ მწუხარებისაგან, რომ არ ებადათ ის, რასაც გაიღებდნენ} [ათ-თავბა: 92]
  6. ვისაც გადაუდებელი საჭიროება აქვს და ვერ ახერხებს შრომით ან შეშის შეგროვებით საარსებო საშუალების მოპოვებას, მისთვის დაშვებულია თხოვნა, თუმცა არ უნდა იყოს დაჟინებული თხოვნა. ალლაჰი უზენაესი ამბობს: {ისინი არ სთხოვენ ხალხს დაჟინებული თხოვნით}. (ალ-ბაყარა: 273).
  7. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «ამაში არის მოწოდება ქველმოქმედებისკენ, შრომით გამომუშავებული სახსრებით კვებისკენ და ნებადართული საშუალებებით საარსებო წყაროს მოპოვებისკენ».

თარგმნების ჩვენება

37 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
KN ಕನ್ನಡ კანადური
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية