1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია

عَنِ النُّعْمَانِ بْنِ بَشِيرٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ أَهْوَنَ أَهْلِ النَّارِ عَذَابًا مَنْ لَهُ نَعْلَانِ وَشِرَاكَانِ مِنْ نَارٍ، يَغْلِي مِنْهُمَا دِمَاغُهُ كَمَا يَغْلِ الْمِرْجَلُ، مَا يَرَى أَنَّ أَحَدًا أَشَدُّ مِنْهُ عَذَابًا، وَإِنَّهُ لَأَهْوَنُهُمْ عَذَابًا».

გადმოცემულია ან-ნუ'მაან იბნ ბაშირისგან, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომლისგამოც მისი ტვინი დუღს ისე, როგორც ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილია».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 213

განმარტება

ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ჯოჯოხეთის ყველაზე მსუბუქი სასჯელის მქონე ადამიანი განკითხვის დღეს ის არის, ვისაც ცეცხლისგან დამზადებული სანდლები და მათი სამაგრები ექნება, რომელთა სიცხისგან მისი ტვინი დუღს ისე, როგორც სპილენძის ქვაბში წყალი დუღს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიქრობს, თითქოს ყველაზე მძიმე სასჯელი აქვს, რეალურად, ის ჯოჯოხეთის მოსახლეთაგან ყველაზე მსუბუქად დასჯილი იქნება. ეს სასჯელი ფიზიკური ტანჯვისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის ერთობლიობაა, რადგან ის განიცდის აუტანელ ტკივილს, თუმცა, ამავდროულად, იმ აზრით იტანჯება, რომ მისი ტანჯვა ყველაზე მძიმე ჰგონია.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. გაფრთხილება ცოდვილებისა და ურწმუნოებისთვის ჯოჯოხეთის ამ საშინელი სასჯელის შესახებ, რათა მათ თავი შეიკავონ იმ საქმეებისგან, რაც ამ სასჯელამდე მიიყვანს.
  2. ჯოჯოხეთში შესულთა სასჯელის დონეები განსხვავდება მათი საქმეების სიმძიმის მიხედვით.
  3. ჯოჯოხეთის სასჯელის სიმძიმე, უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს მისგან.

თარგმნების ჩვენება

49 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية