1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. მრწამსი

ჰადისი ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები

عَنْ ابْنِ عَبَّاسٍ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا أَنَّ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللَّهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ:
«إنَّ اللَّهَ تَجَاوَزَ لِي عَنْ أُمَّتِي الخَطَأَ وَالنِّسْيَانَ وَمَا اسْتُكْرِهُوا عَلَيْهِ».

გადმოცემულია იბნ აბბასისგან (ალლაჰი იყოს მისით და მისი მამით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა აპატია ჩემს უმმას შეცდომით, დავიწყებით და იძულებით ჩადენილი საქმეები».

قال النووي: حديث حسن رواه ابن ماجه والبيهقي وغيرهما الأربعون النووية - 39

განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოსცემს, რომ ალლაჰმა აპატია მის უმმათს სამი მდგომარეობა: პირველი: შეცდომა, რაც მათგან უნებლიედ ხდება. ანუ, როცა მუსლიმი თავისი მოქმედებით ერთს ისახავს მიზნად, მაგრამ მისი ქმედება სხვა რამეს ემთხვევა, რასაც იგი არ გულისხმობდა. მეორე: დავიწყება, როცა მუსლიმს რაღაც ახსოვს, მაგრამ ქმედების დროს ავიწყდება, და ამაზეც არ არის ცოდვა. მესამე: იძულება, როცა მონას აიძულებენ გააკეთოს ის, რაც არ სურს, და მას არ აქვს ძალა, რომ თავიდან აიცილოს იძულება. ასეთ შემთხვევაში მასზე არ დადგება ცოდვა და სირცხვილი. უნდა აღინიშნოს, რომ ჰადისი ეხება იმ საკითხს, რაც მონასა და მის უფალს შორისაა აკრძალულის ჩადენის შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება ნაბრძანების დავიწყების გამო მიტოვებას — ეს არ იხსნება. და თუ მისი ქმედების შედეგად ზიანი დადგა, მაშინ ქმნილების უფლება არ იხსნება: მაგალითად, თუ მან ვიღაც შეცდომით მოკლა, მასზეა (სისხლის გამოსასყიდი), ან თუ შეცდომით მანქანა დააზიანა, მასზეა ზარალის ანაზღაურება.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. უზენაესი და ყოვლისშემძლე ალლაჰის წყალობის სიდიადე და მისი სიკეთე მონების მიმართ გამოიხატა იმაში, რომ მან მოუხსნა მათ ცოდვა, თუ მათგან ამ სამი მდგომარეობიდან ერთში ცოდვა გამოვიდა.
  2. ალლაჰის მოწყალება და უპირატესობა მოციქულ მუჰამმადზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და მის უმმათზე.
  3. ცოდვის მოხსნა არ ნიშნავს განწესების ან ვალდებულების მოხსნას. მაგალითად, ვისაც დაავიწყდა აბდესი და ილოცა, რადგან ფიქრობდა, რომ სუფთა მდგომარეობაში იყო, ამით მასზე ცოდვა არ არის, მაგრამ მას ევალება აბდესის აღება და თავიდან ლოცვა.
  4. ცოდვის მოხსნისთვის იძულების შემთხვევაში საჭიროა პირობების არსებობა, მაგალითად, რომ მაიძულებელი შეძლებდეს იმით დამუქრების შესრულებას, რითაც ის ემუქრება.

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
YO Yorùbá იორუბა
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو