1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი ვინც ალლაჰის გზაზე ერთი დღე იმარხულებს, ალლაჰი მის სახეს ჯოჯოხეთისგან სამოცდაათი წლის (ხარიფ) მანძილით დააშორებს

عَنْ أَبِي سَعِيدٍ الْخُدْرِيِّ رَضِيَ اللهُ عَنْهُ قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«مَنْ صَامَ يَوْمًا فِي سَبِيلِ اللهِ بَاعَدَ اللهُ وَجْهَهُ عَنِ النَّارِ سَبْعِينَ خَرِيفًا».

გადმოცემულია აბუ საიდ ალ-ხუდრისგან (ალლაჰის იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა: გავიგონე, თუ როგორ ამბობდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ვინც ალლაჰის გზაზე ერთი დღე იმარხულებს, ალლაჰი მის სახეს ჯოჯოხეთისგან სამოცდაათი წლის (ხარიფ) მანძილით დააშორებს».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ მუსლიმ - 1153

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვინც იმარხებს ერთი დღე ჯიჰადში, ასევე ითქვა: სხვა დროსაც, გულწრფელად ალლაჰის გულისთვის, ალლაჰისგან მადლისა და საზღაურის ლოდინით; ჭეშმარიტად ალლაჰი თავისი წყალობით დააშორებს მის სახეს ცეცხლისგან სამოცდაათი წლის მანძილზე.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. ალ-ნავავიმ თქვა: «მარხვის მადლი ალლაჰის გზაზე - ამ ჰადისის მნიშვნელობა განეკუთვნება იმ ადამიანს, რომელსაც მარხვა ზიანს არ აყენებს, არ უშლის ხელს ვალდებულებების შესრულებაში, არ არღვევს მის ბრძოლას (ჯიჰადს) და არ აფერხებს სხვა მნიშვნელოვან საქმეებს მისი ლაშქრობისას».
  2. მოწოდება და წახალისება ნებაყოფილობით მარხვაზე.
  3. აუცილებელია გულწრფელობა და ალლაჰის კმაყოფილების ძიება. მარხვა არ უნდა იყოს შესრულებული ჩვენებისთვის, მოწონებისთვის ან სხვა მიზნებისთვის.
  4. ას-სინდიმ თქვა: სიტყვები (ალლაჰის გზაზე), შესაძლებელია ამ სიტყვებში მხოლოდ სწორი განზრახვა იგულისხმებოდეს. და ასევე შესაძლებელია, რომ ბრძოლის ველზე ყოფნის დროს მარხვა იგულისხმებოდეს, მეორე ვარიანტი უფრო ახლოსაა.
  5. იბნ ჰაჯარი ამბობს: «სიტყვები: (სამოცდაათი ხარიფი) ხარიფი გარკვეული დროის პერიოდია წლის განმავლობაში (შემოდგომა), ამ შემთხვევაში კი ერთი სრული წელი იგულისხმება, და შემოდგომის გამოყოფა მოხდა სხვა სეზონებთან შედარებით - გაზაფხული, ზაფხული და ზამთარი- იმიტომ რომ, შემოდგომა არის ყველაზე ნაყოფიერი სეზონი, რადგან სწორედ მაშინ მწიფდება ნაყოფი.

თარგმნების ჩვენება

47 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
NE नेपाली ნეპალური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية