1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ფიყჰი და მისი მეთოდოლოგია

ჰადისი როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით

عَنْ ابْنَ عُمَرَ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمَا قَالَ: سَمِعْتُ رَسُولَ اللَّهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ يَقُولُ:
«إِذَا رَأَيْتُمُوهُ فَصُومُوا، وَإِذَا رَأَيْتُمُوهُ فَأَفْطِرُوا، فَإِنْ غُمَّ عَلَيْكُمْ فَاقْدُرُوا لَهُ».

გადმოცემულია იბნ უმარისგან (ალლაჰის იყოს მათით კმაყოფილი), რომელმაც თქვა: გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიოდობა მას) ამბობდა:
«როდესაც იხილავთ ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა, და როდესაც კვლავ იხილავთ მას, დაასრულეთ იგი. თუ კი ის ღრუბლების გამო დაიფარება თქვენგან, მაშინ შეავსეთ თვე ოცდაათი დღით».

სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული საჰიჰ ალ-ბუხარი - 1900

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაამტკიცა რამადანის თვეში მარხვის დაწყებისა და დასრულების ნიშნები, როცა თქვა: "როდესაც იხილავთ რამადანის ახალ მთვარეს, დაიწყეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ შა'აბანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით. ხოლო როცა იხილავთ შაუვალის ახალ მთვარეს, დაასრულეთ მარხვა. თუ მთვარესა და თქვენ შორის ღრუბლები იქნება და ის დაიფარება, მაშინ რამადანის თვე შეავსეთ ოცდაათი დღით".

ჰადისის სარგებლობიდან

  1. თვის დასაწყისი განისაზღვრება ახალი მთვარის ხილვით და არა ასტრონომიული გამოთვლებით.
  2. იბნ ალ-მუნდირმა გადმოსცა სწავლულების ერთსულოვანი აზრი (იჯმა') იმაზე, რომ მარხვის დაწყება არ არის სავალდებულო, თუ რამადანის თვე დგინდება მხოლოდ ასტრონომიული გამოთვლებით და არა მთვარის ხილვით.
  3. აუცილებელია შა'აბანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის რამადანის ახალ მთვარის ხილვას.
  4. მთვარის თვე შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ოცდაცხრა ან ოცდაათი დღისგან.
  5. აუცილებელია რამადანის თვე სრულად, ოცდაათი დღით შეავსოთ, თუ ღრუბლები ან სხვა დაბრკოლებები ხელს უშლის შაუვალის ახალ მთვარის ხილვას.
  6. ის, ვინც იმყოფება ისეთ ადგილზე, სადაც არ არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია მარხვასთან დაკავშირებული ისლამური წესების დაცვაზე, ან თუ ამ საკითხში ჩართული პირები უგულებელყოფენ ამ ვალდებულებებს, თავად უნდა აკონტროლოს ეს საკითხი. ის უნდა დაეყრდნოს ან საკუთარ დაკვირვებას ახალ მთვარეზე, ან ისეთი პირის მოწმობას, რომელსაც ენდობა, რათა დაიწყოს და დაასრულოს მარხვა.

თარგმნების ჩვენება

51 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
UG ئۇيغۇرچە იუგურული
BN বাংলা ბენგალური
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
MY မြန်မာ ბურმისური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية