1. მთავარი
  2. კატეგორიები
  3. ღირსება და ეთიკა

ჰადისი ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა

عَنْ أَبي مَسْعُودٍ رضي الله عنه قَالَ: قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ:
«إِنَّ مِمَّا أَدْرَكَ النَّاسُ مِنْ كَلاَمِ النُّبُوَّةِ الأُولَى: إِذَا لَمْ تَسْتَحْيِ فَاصْنَعْ مَا شِئْتَ».

აბუ მას'უდისგან გადმოცემულია, რომ მან თქვა: თქვა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტად, ხალხამდე მოვიდა პირველი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან შემდეგი: თუ შენ არ გრცხვენია, მაშინ გააკეთე ის, რაც გინდა».

სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ საჰიჰ ალ-ბუხარი - 6120

განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) გვამცნო, რომ ერთ-ერთი დარიგება, რომელიც გადმოცემულია წინა მოციქულებისგან და ხალხს თაობიდან თაობამდე შეუნარჩუნებია, მათ შორის პირველ მუსლიმებშიც, არის შემდეგი: შეხედე იმას, რასაც აპირებ, და თუ ეს ქმედება სასირცხვილო არარის, მაშინ შეასრულე იგი. თუ კი ის სამარცხვინოა, თავი შეიკავე მისგან, რადგან სირცხვილია ის, რაც ადამიანს აკავებს ცუდი საქმისგან. ვისაც სირცხვილი არ გააჩნია, ჩართულია ყოველგვარ გარყვნილ და დასაგმობ ქმედებაში.

ჰადისის სარგებლობიდან

  1. სირცხვილი კეთილშობილური ზნეობის საფუძველია.
  2. სირცხვილი არის წინასწარმეტყველების (ალლაჰის მშვიდობა მათ) თვისება და ერთ-ერთი იმ თვისებათაგან, რომელიც მათგან გადმოეცა.
  3. სირცხვილი ის თვისებაა, რომელიც მუსლის უბიძგებს იმ ქმედებებისკენ, რაც ამშვენებს და ამაღლებს მას, და აკავებს იმ საქციელისგან, რაც შეურაცხყოფს და ამცირებს.
  4. იმამ ან-ნავავიმ თქვა: «ეს ბრძანება აქ ნიშნავს ნებადართულობას, ანუ თუ გინდა რაიმე საქმის გაკეთება და ის არ იწვევს შენში სირცხვილს ალლაჰის ან ადამიანების წინაშე, მაშინ გააკეთე ის. ხოლო თუ იწვევს სირცხვილს, ნუ გააკეთებ. ამაზე ეფუძნება ისლამი. ამ მნიშვნელობით, სავალდებულო და რეკომენდებული ქმედებები სირცხვილს იწვევს მათი მიტოვებისას, ხოლო აკრძალული და დასაგმობი ქმედებები სირცხვილს იწვევს მათი შესრულებისას. რაც შეეხება ნებადართულს, სირცხვილი შეიძლება გამოიწვიოს როგორც მისი შესრულებით, ასევე მისი მიტოვებით. შედეგად, ამ ჰადისში იგულისხმება ყველა ხუთი კატეგორია ისლამური წინაწესებიდან. ასევე ითქვა, რომ ეს ბრძანება მუქარის ფორმით არის, რაც ნიშნავს, რომ თუ შენ დაკარგავ სირცხვილს, შეგიძლია აკეთო რაც გინდა, რადგან ალლაჰი მოგიზღავს ამისთვის. სხვა მოსაზრებით, ეს ბრძანება ცნობადობის ფორმით არის წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ ვისაც არ აქვს სირცხვილი, ის აკეთებს ყველაფერს, რაც სურს».

თარგმნების ჩვენება

59 ენა
EN English ინგლისური
UR اردو ურდუ
ES Español ესპანური
ID Indonesia ინდონეზიური
BN বাংলা ბენგალური
FR Français ფრანგული
TR Türkçe თურქული
RU Русский რუსული
BS Bosanski ბოსნეური
SI සිංහල სენჰალური
HI हिन्दी ინდური
ZH 中文 ჩინური
FA فارسی სპარსული
VI Tiếng Việt ვიეტნამური
TL Tagalog თაგალური
KU Kurdî ქურდული
HA Hausa ხუსური
PT Português პორტუგალიური
ML മലയാളം მალალამური
TE తెలుగు ტელგური
SW Kiswahili სვაჰილური
TA தமிழ் თამილური
TH ไทย ტაილანდური
DE Deutsch გერმანული
JA 日本語 იაპონური
PS پښتو პუშტუ
AS অসমীয়া ასამური
SQ Shqip ალბანური
SV Svenska შვედური
AM አማርኛ ამჰარული
NL Nederlands ჰოლანდიური
GU ગુજરાતી გუჯარათული
KY Кыргызча ყირგიზული
NE नेपाली ნეპალური
LT Lietuvių ლიტვური
PRS دری დარი
SR Српски სერბული
TG тоҷикӣ ტაჯიკური
RW Kinyarwanda კინიარუანდა
RO Română რომაული
HU Magyar უნგრული
CS Čeština ტაჯიკური
MOS Moore الموري
MG Malagasy მალაიური
OM Oromoo ორომო
KN ಕನ್ನಡ კანადური
WO Wolof الولوف
AZ Azərbaycan აზრბაიჯანული
UZ O‘zbek უზბეკური
UK Українська უკრაინული
MK Македонски المقدونية
KM ភាសាខ្មែរ الخميرية
BM Bambara البامبارية
PA ਪੰਜਾਬੀ البنجابية
MR मराठी الماراثية
DA Dansk الدنماركية
RN Kirundi الكيروندي
KMR Kurmancî الكرمنجية
MS Bahasa Melayu الملايو